A E

სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სწ სხ
სია სიგ სიდ სივ სიზ სიკ სიმ სინ სირ სის სიტ სიღ სიც

სიცოცხლის ფორმები

G. Lebensformen

ე. შპრანგერის /1882 — 1963/ მიერ შემოტანილი ტერმინი. გულისხმობს ცხოვრების მიმდინარეობაში შექმნილ კულტურულ ღირებულებათა მთავარ კატეგორიებს, რ-ებიც სიცოცხლის კონკრეტულ ფორმებს გამოხატავენ; ასეთი ღირებულებებია: თეორიული, ეკონომიკური, ესთეტიკური, სოც-პოლიტიკური, ძალაუფლებისა და რელიგიური. მთავარ ღირებულებებს გამოეყოფა კიდევ სხვა, დაქვემდებარებული ღირებულებანი. ღირებულებათა რეალიზაცია სათანადო სტრუქტურული სახით მიმდინარეობს და ქმნის სიცოცხლის გარკვეულ ფორმებს, რ-ებიც ემყარებიან პიროვნების განცდების და ინტერესების ცოცხალ კავშირებს, ჩართულს ობიექტურ-ნორმატულ გონში /მორალი, უფლება, ზნე-ჩვეულებები და სიცოცხლის სხვა კულტურული ღირებულებანი/. აღნიშნული ღირებულებები და სიცოცხლის ფორმები, რ-რც მოქმედების და მოღვაწეობის ასპარეზი ტიპურად განსხვავებულ ადამიანთა შესატყვისია. ამიტომ ყოველი სუბ. თავისი მოღვაწეობის ასპარეზად ირჩევს საკუთარ ტიპოლოგიურ-პიროვნულ მონაცემებთან შესაფერის სიცოცხლის ფორმას. თანახმად ზემოჩამოთვლილი ღირებულებებისა და მათზე დაფუძნებულ სიცოცხლის ფორმებისა ე. შპრანგერი ად-ნთა 6 იდეალურ ტიპს გამოყოფს. ასეთებია:

1. თეორიული ტიპი, იგი დაინტერესებულია თეორიულ-შემეცნებითი საკითხებით და თავისი კვლევის საგნად ჭეშმარიტების. ძიების პრობლემას ისახავს.

2. ეკონომიკური ტიპი– პრაქტიკულ-ეკონომიკური საკითხებითაა დაინტერესებული და ეკონომიკურ ღირებულებათა სფეროში ცდილობს თავისი ინტერესების რეალიზაციას.

3. ესთეტიკური ტიპი – ყველაზე მაღლა ესთეტიკურ ღირებულებებს აყენებს და ესთეტიკური ტკბობის მიზნის განხორციელებისკენ ისწრაფვის.

4. სოციალური ტიპი – თავის საკუთარს, პირადულს ეკან აყენებს და საზოგადოებრივი მნიშვ-ბის მქონე ღრებულებებს სამსახურში ხედავს თავის მიზანს.

5. ძალაუფლების ტიპი-ისწრაფვის თავის იდეალებს, აზრებს და მიზნებს დაუქვემდებაროს სხვისი მოქმედება, საკუთარი შეხედულებები სხვას მოახვიოს თავზე.

6. რელიგიური ტიპი - თავისი არსებობის მიზანს ღვთის მსახურებაში ხედავს და, მისი ქცევა ამ იდეას არის დაქვემდებარებული.

შპრანგერის მიერ გამოყოფილი ადამიანთა ტიპები შინაგანად ინტიმურ კავშირში იმყოფებიან სიცოცხლის გარკვეულ ღირებულებებთან და სიცოცხლის იმ ფორმებთან, რ-იც ამ ღირებულებათა საფუძველზე ჩამოყალიბდა.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9