A E

სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სწ სხ
სკი სკო

სკოლის წინარე ასაკის წინა პერიოდი

/დ. უზნაძის გამოკვლევების მიხედვით/ ბ-ვის ასაკი 2 დან 4 წლამდე ძუძუს გადაჩვევა და ფეხის ადგმა, რ-იც ამ პერიოდში ხდება, არსებითად ცვლის ბ-ის გარემოს. სიარულის დაწყება მნიშვ-ნი ფაქტორია, რ-იც გარეგამღიზიანებლის სფეროს აფართოებს. ფიზ. განვითარება: სხეულს დამრგვალება ემჩნევა. შინაგანი სეკრეციის სისტემაში ჯერ კიდევ დიდ როლს თიმუსი ასრულებს, ხელს უწყობს კბილების ამოსვლას. ფუნქციობას იწყებენ ფარისებრი ჯირკვალი და ჰიპოფიზი. ცენტრალური ნერვული სისტემის ფორმირება საბოლოოდ მთავრდება; სამი წლის ბ-ვის ტვინი ზრდადამთავრებული ად-ნის ტვინის ³/₄ იწონის. მოტორიკა: ამ პერიოდის ბოლოსათვის უმუშავდება საკმაოდ მტკიცე მოტორული ჩვევები: კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა, ხტომა და სხვა ორიენტაცია სივრცეში: ძლიერ განვითარებას განიცდის ფეხის ადგმის მეოხებით. ოპტიკური და შეხებით-კინესთეტური შთაბეჭდილებების გზით ბ-ვი ეცნობა არა მარტო ახალ საგნებს, არამედ სივრცით მიმართებებსაც : დიდი-პატარა, ახლოს–შორს, მარჯვნივ– მარცხნივ და სხვა. ორიენტაცია დროში: ამ პერიოდში ბ-ვს უჩნდება წარსულისა და მომავლის განცდები, ის იგონებს და წარმოიდგენს საგნებს. საქმიანობა: პირველად ამ პერიოდში იჩენს თავს; ასეთია მაგ., თვითმომსახურების ქცევები /ჩაცმა-დახურვა, ჭიქის მოძებნა და სხვა/, სხვათა დავალების შესრულება მოიტანე სკამი, გააღე კარი და სხვა/, თამაშის ორგანიზაცია /კლასობანას, სათამაშო წრის დახაზვა და სხვა/. მეტყველება: იწყება ნამდვილი მეტყველება, სიტყვები სიმბოლურ მნიშენელობას იძენენ. ბ-ვი იგებს, რომ ყოველ საგანს აქვს თავისი სახელი, ის დაჟინებით კითხულობს, თუ რა ჰქვია ამა თუ იმ საგანს.

ამასთან დაკავშირებით ბავშვის აზროვნება სწრაფი ტემპით მიიწევს წინ. სიტყვა ის საშუალებაა, რომელიც ხელს უწყობს აღქმული შინაარსის ობიექტივაციას–ყალიბდება საგანთა სამყარო. ილუზიის თამაში: დამახასიათებელია სასკოლო ასაკამდეც, მაგრამ ს. წ. ა. პ-ში ბ-ვის ქცევის დომინანტურ ფორმად იქცევა. თუ წინა პერიოდში ბ-ვის თამაში „ექსპერიმენტულ“ ხასიათს ატარებდა /იხ. ექსპერიმენტული თამაში/, აღნიშნულ პერიოდში იგი გარკვეული სიუჟეტის მატარებელია, ბ- ვი თამაშობს „ცხენობანას“, მძღოლობანას, აძინებს დედოფალას და სხვა. მათთვის დამახასიათებელია მზრუნველობის ტენდენცია /უვლის დედოფალას: აძინებს, წამალს ასმევს და სხვა/. აზროვნება: დამახ. ე. წ. „პრაქტიკული აზროვნება“, როცა აზროვნება მოქმედების პროცესში ხორციელდება, მას /მოქმედებას/ წინ არ უსწრებს და მეტყველებას არ საჭიროებს /იხ.თვალსაჩინო ხატოვანი აზროვნება/. აზროვნების ეს ფორმა დომინანტურია განვითარების ამ პერიოდში. იგი ვლინდება ფანტაზიის თამაშში, სოც. ქცევის სახით, თვითმომსახურების მარტივ ფორმებში /იხ. აზროვნების ონტოგენეზური განვითარება/. ნებისყოფა: განსხვავებით „ძუძუს ბ-ბის ხანისაგან, როცა ბ-ვი მარტო სენსო-მოტორულ არსებას წარმიადგენს, ს. წ. ა. წ. პ-ში ბ-ვი უკვე ნებისყოფის ელემენტებსაც ავლენს. ახლა იგი თავისი მისწრაფების საგანს ზოგჯერ შეგნებულადაც ირჩევს და თავისი მოქმედების მიზნად ისახავს. ცხადია, ის ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ქცევის ხანგრძლივ წარმართვას ცნობიერად დასახული მიზნის მიხედვით, ხშირად იცვლის მიზანს და სხვა ქცევაზე გადადის, მაგრამ წმინდა სენსო-მოტორულ არსებად ის უკვე არ ჩაითვლება. ს. წ. ა. წ. პ. ნამდვილი ნებისყოფის მომწიფების დასაწყისი პერიოდულია „მე“–ს ცნობიერება: იწყება ობიექტის წარმოდგენით და მისი გაცნობიერებთ, რაც თავს იჩენს მეორე წლის ბოლოს, ბ-ვი საგანს უპირისპირდება და საკუთარ „მე-საც აცნობიერებს. ამ მომენტიდან მასში თვითცნობიერება იღვიძებს. ბ-ის მეტყველება მდიდრდება „მე“-სთან დაკავშირებული ნაცვალსახელებით /მე, ჩემი/. ბ- ის თვითცნობიერებისა და ნებელობის განვითარებასთან დაკავშირებით თავს იჩენს ჟინიანობა, ის იმდენად ძლიერია, რომ მას ბის „პირველი ჟინიანობის ხანას“ უწოდებენ /იხ. ჟინიანობის ხანა./ შემოქმედების ფორმები: პირველად თავს იჩენს კონსტრუქტიული თამაშის, პლასტიკური სახვის ანუ ძერწვის და ხატვის სახით. აღნიშნულ ასაკში შემოქმედების ამ სახეების მხოლოდ ჩანასახებს ვხვდებით. კონსტრუქტიული თამაშის მარტივ ფორმას შენების თამაში წარმოადგენს, მაგრამ ნამდვილი შენება, რ-ის მიზანი ახალი ფორმის შექმნაა, ამ ასაკისათვის ჯერ კიდევ უცხოა. ბ-ვი სილას ყრის, წყალს ასხამს ჭურჭელში და ცლის და ამ მასალებისაგან ახალი ფორმის შექმნისაკენ არ ისწრაფვის. ამიტომ მას ეწოდება „თავისუფალ ფორმათა თამაში“. არსებითად იგივე ითქმის პლასტიკური სახვის და ხატვის შესახებ. პლასტიკურ სახვაში ცომი, ტალახი და პლასტელინი გამოყენებულია არა ახალი ფორმების შექმნის მიზნით, არამედ მათზე მანიპულაცია „თავისუფალი ფორმების " თამაშს წარმოადგენს. ბ-ვი გლეჯს, ზელს და ალაგებს მათ ერთიმეორის გვერდით, მაგრამ გარკვეული ფორმის შექმნას არ ესწრაფვის. ხატვა: აღნიშნულ ასაკში ჯღაბნის სახით არის წარმოდგენილი, ის მხოლოდ წინა მოსამზადებელი საფეხურია.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9