/დ. უზნაძის გამოკვლევების მიხედვით/– ბ-ის ასაკი 4-დან 7 წლამდე. წინა პერიოდთან /2-3 წელი/ შედარებით ს. წ. ა-ში ასაკობრივი გარემო მნიშვნელოვნად იცვლება; ბ-ვზე პედაგოგიურად მოწესრიგებული პირობები იწყებენ ზემოქმედებას, რ-ებიც ბ-ვის შინაგან შესაძლებლობას შეესატყვისება და მისი განვითარების აუცილებელ პირობას ქმნიან. ფიზ. განვითარება: არსებითად იცვლება მთელი ფიზ. ჰაბიტუსი, /7 წლის ბოლოსათვის / თავისა და კიდურების პროპორციული მიმართება სხეულის სიმაღლესთან ზრდადამთავრებული ად-ნისას უახლოვდება, მკვრივდება ძვლოვანი სისტემა, იწყება კბილების ცვლა, გაძლიერებულია ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლის მოქმედება. თავს იჩენს პირობითი რეფლექსების გამომუშავების უნარი. მოტორიკა: დამახასიათებელია მოტორიკის ინტენსიური განვითარება, რაც ამ სახით არც ერთ მომდევნო ასაკში არ გვხვდება. მიზანდასახული ქცევის ფორმების განვითარება: წინა პერიოდთან შედარებით /სკოლის წინარე ასაკის წინა პერიოდი/ აქ მდგომარეობა არსებითად იცვლება. ბ-ვი ცდილობს თავისი ნაძერწი, ნახატი, აშენებული დაამსგავსოს რეალურ საგანს. იგი მიზანს წინასწარვე ისახავს და ამის მიხედვით აფორმებს მასალას. 6-7 წლის ასაკში იგი ყველგან წინასწარ, სპონტანურად ასახელებს საგანს, რ-იც უნდა გააკეთოს. ხატვა: ამ პერიოდში სქემატურია, ამიტომ მას სქემის ხანას უწოდებენ.ნებელობისა და შრომის უნარის განვითარება: რაიმე საგნის, პროდუქტის შექმნის მიზანდასახული ქცევა, რ-იც ამ პერიოდის ბ-ვს ახასიათებს, ცნობიერების გაღვიძების პირობაა; ამასთანავე ბ-ის მიერ უფროსებისაგან მიღებული დავალების შესრულების აუცილებლობა მას ვალდებულების გრძნობას უღვიძებს. ეს ორი პირობა – პროდუქტის შექმნა და მოვალეობს /ვალდებულების / გაცნობიერება – ნებელობის განვითარების პირობად იქცევა, რაც თავის მხრივ, საფუძვლად ედება შრომის უნარის განვითარებას. სოც. ქცევა: ვითარდება კონსტრუქტიული თამაში, იგი ბ-ვის ინდივიდუალურ ძალებს ავითარებს და იმავე დროს სოც. ქცევის ფაქტორადაც იქცევა: იგი უღვიძებს ბ-ვს ძლიერ იმპულსს, რომ შექმნილი პროდუქტი უჩვენოს სხვას /უმცროსს ან უფროსს/, ე. ი. დაამყაროს მათთან კონტაქტი. ამასთანავე კონსტრუქტიული თამაში მოითხოვს ანგარიში გაეწიოს საშენი მასალის თავისებურებას, ეს კი ბ-ის ობიექტურობის ცნობიერებას ავითარებს, რაც საფუძვლად ედება სხვებთან კონტაქტის დამყარებას ამიერიდან ვითარდება ჯგუფური თამაში. ბ-ის მონაწილეობა ჯგუფურ თამაშში ხუთი წლის ასაკში უკვე 5—10 წუთამდე აღწევს; 6–7 წლებში იგი 20 წუთსაც კი აჭარბებს. ჯგუფური თამაში, რ-იც ნამდვილ სოციალობას გულისხმობს, ყოველი წევრისგან გარკვეული წესისადმი დაქვემდებარებას მოითხოვს–ავითარებს ვალდებულების გრძნობას. აღქმა: „სკოლის წინარე ასაკის წინა პერიოდის" /2-3 წელი/ საპირისპიროდ ახალ საფეხურზე ადის. ბ-ვი უკვე ახერხებს საგნის აღქმას ობიექტური ნიშნის მიხედვით, აღქმა აქ გამოკვეთილ საგანს გულისხმობს. მეხსიერება: ვითარდება აქტიური და ხანგრძლივი მეხსიერება /იხ. მეხსიერების ონტოგენეზური განვითარება/. აზროვნება: წინა პერიოდის „პრაქტიკული. აზროვნება არსებითად იგივე რჩება, მაგრამ ლოგიკურ-ვერბალური აზროვნების განვითარებაში თავს იჩენს ანალიზის, აბსტრ-ის, სინთეზის, განზოგადების უნარი. თუმცა ბ-ვს მათი დამოუკიდებლად, თავისუფლად გამოყენება ჯერ არ შეუძლია, სხვისი დახმარებაა საჭირო, რომ ბ-მა მათ მიმართოს, მაგრამ მაინც იგი ახალი ეტაპია, რის საფუძველზე აზროვნების ახალი სტრუქტურიზაცია იწყება /იხ. აზროვნების ონტოგენეზური განვითარება/, თუმცა ბ-ვი ამ ასაკში ჯერ კიდევ „ცნების ფუნქციური ეკვივალენტით“ სარგებლობს. /იხ. ფუნქციური ეკვივალენტი/.