A E

ა. აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აწ ახ აჰ
აპა აპე აპო აპრ

აპრაქსია

Gk. apraxis, a —უარყ. ნაწილ., praxis – მოქმედება

მოძრაობის ნებისმიერი შესრულების უნარის დაკარგვა; ცნობილია შემდეგი შემთხვევები;

1.ავად. საჭიროებისამებრ ენას თავისუფლად ამოძრავებს, თვალებს ხუჭავს–აღებს, ტანისამოსს იცვამს, ღილებს იბნევს–იხსნის, კოვზით ჭამს და სხვა, მაგრამ იმავე მოძრაობებს სხვისი დავალებით ვერ ასრულებს.

2. იდეატორული ა.: ავად. კარგად ასრულებს რთული მოძრაობის შემადგენელ ნაწილობრივ აქტებს, მაგრამ თანამიმდევრობას ვერ იცავს, ერთმანეთში ურევს მათ და მთლიან რთულ მოქმედებას ვერ ასრულებს, ასეთ ავად- ს დარღვეული აქვს მოქმედების ფორმულა (ჰ. ლიპმანი). ა-ის საფუძვლად უდევს სიგნალების ქერქული ანალიზისა და სინთეზის დარღვევა ტვინის სათანადო ნაწილების დაზიანების გამო. სათანადო პედ-ური ღონისძიებით შესაძლო ხდება დარღვეული მოქმედების აღდგენა და განვითარება.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9