A E

ა. აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აწ ახ აჰ
არა არი არტ არქ

არაგრძნობადი აღქმა

G. Ausersinnliche Wahrnehmung-ASW
E. Extra sensory perception-ESP

პარაფსიქოლოგიური ფენომენების. აღმნიშვნელი ტერმინი. პარაფსგიის მიხედვით ა. ა. ნიშნავს სუბ-ის მიერ დროით და სივრცით დაშორებულ მოვლენათა და საგანთა აღქმას, გარესამყაროდან ინფორმაციის მიღებას არა გრძნობის ორგანოების გზით (რეცეპტორებით), არამედ სპონტანურად. ასეთია ყოველგვარი წინაგრძნობა, ნათელხედვა, მკიათხაობა, „ორეულის ხილვა“ ( Zweites Gesicht ) და სხვა. ა. ა. გავრცელებულია განსაკუთრებით პარაფ-გიის სამ სფეროში: ტელეპათია, ტელესთეზია, პრეკოგნიცია. ცნება „ა. ა“. ი. რინემ ვითომდა ექსპერული კვლევის საგნად აქცია. სცადა, ეკვლია ამ ცნებაში მის მიერ ნაგულისხმევი ფენომენი ექსპერ.-სტატისტიკური მეთოდით(ESP კარტების ტესტი, 1930, ამერიკა).

ა. ა.-ის არსებითი ნაკლი ისაა, რომ მას აკლია ყოველი აღწერისათვის აუცილებელი პოზიტიური კრიტერიუმი. ამ ცნებისთვის მეცნ-ული მნიშვ-ის მიცემა შეუძლებელია. უკანასკნელ პერიოდში გაჩნდა მიდრეკილება დაერქვას მას სხვა სახელი, მაგ., ბიოინფორმაცია, ფსიქოტრონიკა და სხვა.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9