A E

სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სწ სხ
სოდ სოლ სომ სოპ სოც

სოციალური ფსიქოლოგია

L. socialis საერთო, ამხანაგური

ფს-გიის ერთ-ერთი დარგი; ად-ნის ფსიქოლოგიასა და სოციოლოგიას შორის მდებარე მეცნ. იკვლევს ად-ნის განცდების და ქცევის იმგვარ სახეობებს, რ-ებიც თავს იჩენენ მხოლოდ ად-ნთა ერთად ცხოვრების პირობებში, ე. ი. საზოგადოებრივი ცხოვრების პირობებში, ასეთია მაგ., ოჯახი, ჯგუფი, კოლექტივი, კლასი, ხალხი, ერთ, სახელმწიფო, კაცობრიობა. შესატყვისი განცდები და ქცევებია სიმპათია- ანტიპათია, სიყვარული-სიძულვილი, ძალაუფლებისადმი სწრაფვა, კონტაქტის ყოველგვარი სახე, განსაკუთრებით, მეტყველება, წაბაძვა, შთაგონება, შეგუება, აგრეთვე მითი, თქმულებები, რელიგია და სხვა.

ს. ფს-ა, რ-რც მეცნიერება, თავდაპირველად ზოგადი ფს-გიის წიაღში ჩაისახა /ვ. ვუნდტის “ხალხთა ფსიქოლოგია “ და ლ. ლევი-ბრიულის „პირველყოფილი აზროვნება". ნაწილობრივ მას დასაბამი მისცა სოციოლოგიამ, რომელთანაც მას დღესაც საკითხების რიგი აკავშირებს /ე. დიურკჰაიმი/. ზოგი მეცნიერი ს. სფ-ს სოციოლოგიას მიაკუთვნებს, მაგ. ჰ. სპენსერი /„სოციოლოგიის პრინციპები“/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9