ფს-გიური მეცნიერების განვითარების პირველი ეტაპი, რ-იც ფს-გიის კვლევის საგნად მიიჩნევდა არა გარესამყაროსთან მიმართებაში მყოფ ფს-კურ პროცესებს, არამედ მხოლოდ თვითდაკვირეებით, ინტროსპექციით მისაწვდომ და სუბ-რად მოცემულ მოვლენებს. სპ. ფს. მიერ, ფს-კა, ცნობიერება გაგებული იყო, რ-რც სულის გამოვლენა. თანამედროვე მეცნული ფს-გია ცნობიერების ასეთი გაგების საპირ. პოზიციაზე დგას; მისთვის ცნობიერება არის ობიექტური სამყაროს ასახვა და არა სულის გამოვლენა და, ამდენად, ცნობიერების განმსაზღვრელი ობიექტური სამყაროა. ცნობიერება დასაბამიდან მოცემული პირველადი სინამდვილე კი არ არის, არამედ მატერიის განვითარების გარკვეულ საფეხურზე წარმოქმნილი თვისებაა მატერიისა.