A E

სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სწ სხ
სტა სტე სტი სტრ სტუ

სტერეოსკოპი

Gk. stereos სივრცითი და scopeō ვუყურებ

აპარატი, რის საშუალებითაც შეიძლება ორგანზომილებიანი საგანი რელიეფურად, სამ განზომილებაში აღვიქვათ. ამისათვის საჭიროა ს-ში ჩაიდოს ერთი და იმავე საგნის ორი სურათი, რ-თაგან ერთი ისეთია, რ-რიცაა მისი ასახვა ერთი თვალის ბადურაზე (ვთქვათ, მარცხენა თვალის ბადურაზე), ხოლო მეორე კი ისეთი, რ-რცაა იგი ასახული მეორე, მარჯვენა თვალის ბადურაზე.ამ ორი სურათის შერწყმა ბინოკულარული ხედვისას ს-ში, იძლევა საგნის რელიეფის სამ განზომილებაში აღქმას.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9