| | |
სამედიცინო ტერ., ავტორია ჰ. სელიე /კანადა, 1936/. ნიშნავს საზოგადოდ, ცხოველის და, კერძოდ, ადამიანის მწვავე ფსი-ქო-ფიზ. მდგომარეობას, გამოწვეულს ფიზ. ან ფს-კური „ზეზღურბლური“ დატვირთვით. ასეთი დატვირთვა წარმოიშობა გარკვეული პირობების ზემოქმედებით, რ-ის სირთულე და სიმძიმე სუბ-ის ძალთა საპასუხო ამტანობას აღემატება /ან სუბიექტის მიერ ასეთად განიცდება/; ირღვევა სუბ-ის გარემოსთან ადაპტირებული სასიცოცხლო წონასწორობა და მის არსებობას დაღუპვის საშიშროება ემუქრება. ამ სიტუაციის საპასუხოდ, ორგანიზმში წარმოიშობა არასპეციფიკური რეაქცია, რ-აც ს. ეწოდება. ს-ის წარმომშობი ფაქტორები /სტრესორები/ მრავალია, მაგ., მძიმე ავადმყოფობა, მოწამვლა, ხანძარში ან ავარიაში მოხვედრა, ყოველგვარი მძიმე ტრავმა, ხანგრძლივი უსიამოვნო აფექტური მდგომარეობა, ახლო ად–ნის დაკარგვა, შიში, და, საზოგადოდ, ქრონიკული უსიამოვნო ემოციების გამომწვევი სიტუაცია.
ს-ის საპასუხო დაცეითი რეაქცია მიმართულია იქითკენ, რომ გამოიყვანოს ორგანიზმი ს-ული მდგომარეობიდან, ე. ი. აღადგინოს დარღვეული სასიცოცხლო სტატუსი და კვლავ შექმნას ორგანიზმის რეზისტენტურ-ადაპტირებული მდგომარეობაა /იხ. ჰომეოსტაზი/. ამ მიზნით ხდება სუბ-ის მთელი ძალების მობილიზება. ორგანიზმში წარმოიშობა ამ დაცვითი ძალების მასტიმულირებელი ცვლილებები, რ-თაც სელიემ „გენერაღური ადაპტაციური სინდრომი" უწოდა /შემოკლებით G. A. S. /.
ს–ული მდგომარეობით ორგანიზმში გამოწვეული ცვლილებები შემდეგია: ფიზიოლ. სფეროში–გულისა და სუნთქვის ორგანოების აჩქარებული მუშაობა, სისხლის არტერიული წნევის მომატება, გამოყოფითი ფუნქციების გაძლიერება. საგულისხმოა ჰორმონულ სისტემაში მომხდარი ძვრები, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ადრენო-კორტიკოტროპული / A. C. T. H/ და ჰიპოფიზის წინა წილის ჰორმონების დიდი რაოდენობით გამოყოფა და მათი გადასროლა სისხლში /სელიე 1948; 1953/. აღნიშნულ ცვლილებებს იწვევს თავის ტვინის ჰემისფეროების ქერქის ძლითერი და ფართო ხასიათის აგზნება და, კერძოდ, ვეგეტატიური, სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნ. ს-ის მომატებული ფუნქციობა.
ჰორმონული სისტემის აღნიშნული ცვლილებების განვითარებაში სელიემ სამი სტადია ანუ ფაზა დაადგინა:
1. სიგნალის ანუ „განგაშის“ ფაზა. ადრენო-კორტიკალური და გლუკო-კორტიკალური ჰორმონების გაძლიერებული გამოყოფის დასაწყისი.
2. რეზისტენტობის ფაზა – ძალთა მასტიმულირებელი ჰორმონების ზეგავლენით ორგანიზმის ტოლერანტობის /გამძლეობის/ გაძლიერება.
3. გამოფიტვის ფაზა– ჰორმონების გამოყოფის შესუსტება, შედეგად-ორგანიზმის ძალების დაცემა.
ცვლილებები ფსიქიკურ სფეროში: მწვავე სულიერი დაძაბულობა, მოუსვენრობა, შფოთი, წუხილი, აწეული გაღიზიანებადობა, ცუდის მოლოდინის განწყობა, ფრუსტრაციის მდგომარეობა, გამუდმებული შიში, ნევროზის მოვლენები და, უკიდურეს შემთხვევაში, სულიერი დაავადებაც კი. თუ სტრესის გამომწვევი ფაქტორები /სტრესორები/ არ მოიხსნა ან არ შემსუბუქდა და რეზისტენტობის ფაზამ ვერ გაიმარჯვა, ძალთა გადაძაბვა ორგანიზმს გამოფიტავს, გამძლეობა დაეცემა და სუბ. დაიღუპება.
ტერმინი ს. დღეს ფართოდაა გავრცელებული სამედიცინო, ფს-გიურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, აგრეთვე ყოველდღიურ მეტყველებაშიც.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |