A E

სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სწ სხ
სტა სტე სტი სტრ სტუ

სტრუქტურა

L. structura წყობა, აგებულება

რაიმე მთლიანი მოვლენის აგებულება, აღნაგობა, რ-ლის შინაგანი წყობა განსაზღვრულია ელემენტთა მიმართებით მთლიანთან და ერთიმეორესთან. მაგ., ქიმიაში მოლეკულის ელემენტთა შინაგან წყობას, მათ მიმართებას ერთმანეთთან და მთლიან მოლეკულასთან ს. ეწოდება, ს-ის ცნება ფართოდაა გავრცელებული მეცნ-ში. ფს-გიაში სულიერ მოვლენათა აგებულების და წყობის აღმნიშვნელ ცნებად ს. პირველად ვ. დილთაიმ იხმარა.

ფს–კური მოვლენა, განცდა ს-ული აღნაგობისაა, თუ მისი მომენტები, ნაწილები ან საფეხურები ერთ მთლიანობაში საერთო მიზნით არიან გაერთიანებულნი. ფს-კური მოვლენა, რ-რც სტრუქტურა, დანაწევრებული ანუ დასაფეხურებული მთლიანობაა. ინდივიდის მთელი სულიერი ცხოვრება ასეთი ს-ებისაგანაა აგებული; ყველაზე მაღალი ს-ული მთლიანობა თვით პიროვნებაა ყველა თავის დისპოზიციათა და ფუნქციათა ერთობლიობით.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9