| | |
ფსიქო-მოტორული შეკავება ავად. არ მოძრაობს, გაშეშებულია, გარემოსაგან გამოთიშულია, ად-ნებთან ურთიერთობა არ სურს. აზროვნების ფუნქციები დაქვეითებულია, ვითარდება მუტიზმი /იხ.მუტიზმი/. ს. თან სდევს შიზოფრენიულ დაავადებას, დეპრესიულ მდგომარეობას, ისტერიას; შეიძლება წარმოიშვას რაიმე კატასტროფაში მოხვედრის შედეგად, აგრეთვე ზედმეტი გადაქანცვის მიზეზით. გამოყოფენ ისტერიულ, კატატონიურ, ფსიქომოტორულ, ფსიქო-გენურ და სხვა. ს. სამი სახისაა:
1. ცვილისებური – სხეულს ან მის რიმე ნაწილს შეგიძლიათ მისცეთ ნებისმიერი ფორმა. ავად. მას ერთხანს ინარჩუნებს უცვლელად.
2. ნეგატიური – ავად. ეწინააღმდეგება სხეულის მდებარეობის ყოველგვარ ცვლილებას.
3. სრული გაქვავება – ავად. დიდხანს ინარჩუნებს ერთხელ მიღებულ მდებარეობას სრულიად უცვლელად.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |