A E

სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სწ სხ
სუბ სუგ სულ სუნ სურ სუს სუქ

სუბლიმაცია

L. sublima ვამაღლებ, მაღლა ამყავს

ფსიქოანალიზში ზ. ფროიდის მიერ შემოტანილი ტერ. ნიშნავს სუბ-ის ფს-კის ღრმა ფენებში წარმოშობილი ძალების – ლიბიდოზური მისწრაფებების, კომპლექსების, განდევნილი განცდების სპეციფიკური აქტივობის მოხსნას და სხვა უფრო მაღალი მიზნის განხორციელების აქტივობაში მათ გადაყვანას, ამ ძალების სხვა მიმართულებით გადართვას და შემოქმედების მაღალი სახეების /მეცნ., ხელოვნება და სხვ./ სამსახურში მათ ჩაყენებას. ფსიქოანალიზის კონცეფციით, ძალების ასეთი გადანაცვლება ხდება სუბ-ის შეუცნობლად, ანგარიშმიუცემლად, არაცნობიერად. ძალების გადანაცვლების საჭიროებას იწვევს შინაგანი კონფლიქტური სიტუაციიდან თავის დაღწევის აუცილებლობა. კონფლიქტური სიტუაცია იქმნება ლიბიდოზურ სწრაფვათა დაბალი მიზნების დაპირ-ბით მაღალ იდეალებთან, საზოგადოებრივ შეხედულებათა ნორმებთან, იმასთან, რაც სოც-რად დაკანონებულია ამ დაპირ–ბით წარმოშობილი კონფლიქტის შედეგად ლიბიდოზურ ლტოლვათა რეალიზაცია ფერხდება. არარეალიზებული ძალები კი აქტივობისკენ ისწრაფვიან, დაგროვებული ენერგია განტვირთვას მოითხოვს და აი, სწორედ მაშინ ხდება ამ ენერგიის სხვა მიმართულებით გადაყვანა, საზოგადოებრივად მისაღები და უფრო მაღალი სახის შემოქმედებით აქტივობაში მათი გადართვა. ს-ის შედეგად ხდება /დაუხარჯავი/ ენერგიის დახარჯვა და შინაგანი დაძაბულობისაგან განტვირთვა. ამ თვალსაზრისით, ს. „დაცვითი რეაქციის“ მექანიზმს წარმოადგენს, წარმოქმნილს შინაგანი კონფლიქტური სიტუაციისაგან თავის დაღწევის მიზნით.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9