ფილოს-ური ტერ. აღნიშნავს ცვალებად მოვლენათა და საგანთა უცვლელ, მყარ საფუძველს. ფს-გია- ში: სულიერ მოვლენათა /ფს-კურ მოვლენათა/ ასეთ მყარ საფუძვლად მეტაფიზიკურ-იდეალისტურ და რაციონალისტურ ფს-გიას სული მიაჩნდა. სული, მისი, აზრით, რ-რც დამოუკიდებელი არსის მქონე მთლიანი, მყარი ერთიანი საფუძველია სიცოცხლის ყველა მოვლენისა. სულის ასეთ გაგებას შეებრძოლა ემპირიული ფს-გია, რ-აც ფს-გიის საგნად სულიერი მოვლენები დასახა—ფსკური აქტები და პროცესები-აღქმა, წარმოდგენა, აზროვნება და სხვა. ამით დაძლეულ იქნა ფს-გიაში სულის ფს-კის რ-რც სუბსტანციის გამოვლინების გაგება.
ვ. ვუნდტმა /1882 —1920/ დამოუკიდებელი მყარი „სული სუბსტანციის“ საწინ. ფს-კურის პრინციპად - აქტუალობის ცნება წამოაყენა. აქედან დაწყებული, მეცნ. ფს-გია მიისწრაფოდა აეგო ე. წ. „ფს-გია სულის გარეშე“ ე. ი. „უსუბსტანციო“ ფს-გია, რ-საც თავისი საგანი ფს-კური მოვლენები – წარმოდგენილი ჰქონდა არა რაიმეს გამოვლინებად, რ–იც ცალკე არსებობს და მათ იწვევს, არამედ მხოლოდ რ-რც ფუნქციობა.აქტივობა, მოქმედება.