A E

სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სწ სხ
სუბ სუგ სულ სუნ სურ სუს სუქ

სუბსტიტუცია

L. substitutio ერთის შეცვლა მეორე რაიმეთი

ფროიდის ფსიქოანალიზში დაცვითი მექანიზმის ერთ-ერთი სახე. ნიშნავს თავდაპირველად მოცემული ობიექტის შეცვლას სხვა ობიექტით, შემცვლელით, სუროგატით. ასეთი შეცვლის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს რ-რც შინაგანი, ისე გარეგანი ფაქტორი. გარეგანი, ე. ი. ობიექტური ფაქტორი წარმოიშობა სასურველი ობიექტის დაკარგვით /ვინმე წაგართმევს, თვითონ გეტყვის უარს, მოკვდება/. სუბ-ური ფაქტორი შინაგანი მოტივია. მაგ., როცა საკუთარი მიზეზით გამოწვეულ პირად წარუმატებლობას რაიმე საქმეში სხვას გადააბრალებ, შენს ადგილას დამნაშავედ სხვას დააყენებ, მერე კი იმას რატომღაც შეიძულებ; ან, როცა ნამდვილ დამნაშავეს ვერაფერს გაუბედავ და აგრესიას სხვაზე გადაიტან, სხვაზე იყრი ჯავრს –ერთ ობიექტს შეცვლი მეორეთი. ს-ის პროცესი არაცნობიერად მიმდინარეობს, სუბ-მა ამის შესახებ არაფერი იცის.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9