ს-ის ცნებას თავისი ისტორია აქვს. ფილოს-ური აზროვნების განვითარების ადრეულ პერიოდში, რელიგიურ შეხედულებათა ზეგავლენით, ს-ის ცნებაში გულისხმობდნენ სხეულისგან/მატერიისაგან/ დამოუკიდებელ, თვითმყოფად სინამდვილეს, სუბსტანციას, რ-იც სიცოცხლის პრინციპად იყო წარმოდგენილი /არისტოტელე, იხ. ენტელექია/. ს. ითვლებოდა უსხეულო მოვლენად, რ-იც საფუძვლად უდევს ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო პროცესს, რ-რც ბიოლოგიურს, ისე ფს-კურს, განცდაის. ს-ის ასეთი გაგება, რ-იც ფაქტობრივად მე-17-18 საუკუნემდე გაბატონებულ შეხედულებად ითვლებოდა ფს-გია-ში /მეტაფიზიკურ–იდეალისტური ფს-გია/, მეცნ-ად მიუღებელია. ს. რ - რც. სუბსტანცია, არ შეიძლება მეცნ-ულ – ემპირიული კვლევის საგანი იყოს. ამიტომ თანამედროვე ფს-გიაში სიტყვა ს. რომ იხმარება, იგი სულ სხვას ნიშნავს. ს. სინონიმია ფსკური პროცესებისა ანუ განცდებისა, რ-ელთა არსებობა დაკვირვებაში გვეძლევა და ამ სახით ემპირიულ სინამდვილეს წარმოადგენს.
თანამედროვე ფს-გია ს-ის მოვლენებს იკვლევს არა რ-რც სულიერი სუბსტანციის მოქმედებებს, არამედ მხოლოდ რ-რც ფსკურ პროცესებს: განცდებს-შეგრძნებას, არქმას, წარმოდგენას, ყურადღებას, მეხსიერების მოვლენებს, აზროვნებას, ემოცია-გრძნობებს და ნებელობას გარკვეულ სხეულებრივ პროცესებთან დაკავშირებით.