| | |
მჭიდრო კავშირშია გემოს შეგრძნებასთან. ორივეს სუნის და გემოს შეგრძნებებს – ქიმიურ შეგრძნებებს უწოდებენ, რადგან მათ იწვევს გამღიზიანებლის ზემოქმედება რეცეპტორებზე ქიმიური დაშლის სახით. ს. შ. ნაირნაირია, მათი კლასიფიკაცია დამაკმაყოფილებელი სახით დღემდეც არ არსებობს. ისტორიულად ცნობილია ლინეს კლასიფიკაცია, რ-იც ს-ის შეგრძნებებს შვიდ ძირითად ჯგუფად ჰყოფს:
1. არომატული.
2. ბალზამური.
3. ამბრის.
4. ხახვის.
5. თხის.
6. საზიზღარი და ნარკოტული /ოპიუმისა და ბაღლინჯოსი/.
7. გულის ამრევი, მაგ დამპლის.
ჰ. ცვარდემარკერმა ლინეს ამ შვიდ ძირითად სუნს დაუმატა ეთერული სუნი /ვაშლის, მსხლის, ანანასის/ და დამწვრის ს. /თუთუნის, დამწვარი ყავის და სხვა/. დღეს უფრო მიღებულია ჰ. ჰენინგის კლასიფიკაცია. იგი ფერის შეგრძნების ანალოგიის მიხედვით, ს. შ-ის სიმრავლეში ისეთ ძირითად და მთავარ სუნებს ეძებს, რ-თა შერევით ყველა სხვა დანა- რჩენი სუნები მიიღება. ასეთ სუნებად იგი ექვს სუნს თვლის :
1 . ყვავილის.
2. დამპლის.
3. ხილის.
4. საკმაზის.
5. დამწვრის.
6. ფისის.
ს. შ-ის ცვლილება დამოკიდებულია გამღიზიანებლების ერთდროულ მოქმედებაზე და ხანგრძლივობაზე:
ა/ როდესაც გამღიზიანებლები ინტენსივობის მხრივ დიდად განსხვავდებიან ურთიერთისაგან, მაშინ ძლიერი გამღიზიანებელი სავსებით ჩრდილავს სუსტს და ნარევი სუნის ნაცვლად გვრჩება ძლიერი გამღიზიანებლის სუნის შეგრძნება.
ბ/ როდესაც სუნები ერთმანეთისაგან ინტენსიურობით საგრძნობლად არ განსხვავდებიან, მაშინ ისინი ურთიერთს ერევიან და ახალი ს-ის შეგრძნებას იძლევიან, მაგ., პარფიუმერიის მოვლენები, ოდეკოლონი.
გ/ არსებობს ისეთი სუნები, რ-ლთა შერევა მათ ნეიტრალიზაციას იწვევს /კაუჩუკისა და სანთლის ს. ურთიერთს ანეიტრალებს, აგრეთვე რიცინიუმის ზეთი ანეიტრალებს ვანილის ს- ს/.
ს-ის შ-ში ადგილი აქვს ადაპტაციის მოვლენებს, მაგ., თუთუნის მწეველი ოთახში თუთუნის ს-ს ვერ გრძნობს.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |