A E

სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სწ სხ
სუბ სუგ სულ სუნ სურ სუს სუქ

სურვილი

ემოციური ტონით შეფერილი ნდომის მდგომარეობა, წარმოიშობა რაიმე მოთხოვნილების საფუძველზე, გულისხმობს ყოველთვის საგანს, ობიექტს, მოვლენას, რისკენაც ისწრაფვის სუბ. და რ-ის დაუფლება მის მიზანს შეადგენს, /მაგ., მიღწევები თეორიულ ან ცხოვრების პრაქტიკულ სფეროში, სულიერ და მატერიალურ ღირებულებათა შექმნა, საზოგადოებრივ-სოც. და პირად-ინდივიდუალური იდეალების განხორციელება და სხვა./. ს. რომ ემოციური მდგომარეობაა, ამას ისიც ამტკიცებს, რომ ადრეული ბ-ვობის ასაკში, როდესაც ბ-ვი მთლად ემოციურ არსებას წარმოადგენს, ს. მისი მოქმედების წამყვანი ფაქტორია და მისი ქცევის ერთადერთი მოტივი.

ზრდადამთავრებული ნორმალური ადამიანი კი თავის ს-ლებს აცნობიერებს, აზროვნების თვალით აფასებს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მათ განხორციელებაზე ზრუნვას. ამ აზრით, ს. ინტელექტუალურ გრძნობათა ჯგუფს განეკუთვნება და სუბ–ის ნებისეული მოქმედების საფუძველი ხდება. ს., როგორც მოთხოვნილებათა ემოციური ეკვივალენტი და მოქმედების საფუძველი, ად-ნის სიცოცხლის უნარიანობის მაჩვენებელი ნიშანია. ვისაც არაფერი სურს, ის სიცოცხლის უნარსა და მოქმედებას მოკლებულია ჩვეულებრივ, ნორმალურ პირობებში, ად-ნის ს-თა სამყარო ამოურწყველია, მაგრამ ს-თა განხორციელება ზღვარდებულია, რ-რც შინაგანი მოტივებით, ისე – გარეგანი პირობებით. შინაგანად ცნობიერად თუ არაცნობიერად, საკუთარ ს-ს ებრძვის სუბ-ის მორალურ-ეთიკური და საზოგადოებრივ-სოც „მე“. სუბიექტის ბრძოლას საკუთარი ს-ების წინააღმდეგ ასახავს არაცნობიერის ფს- გია /ზ. ფროიდი და მისი სკოლა/. ს-თან ბრძოლის საფუძველზეა აღმოცენებული მრავალნაირი სახის „ტაბუ“ ან კიდევ რელიგიის მიერ დაწესებული აკრძალვები და კანონები. ს- ის შეზღუდვის გარეგანი პირობა ობიექტური სამყაროა, რ-იც ს-ლების განხორციელებას ხშირად უხშობს გზას და ად-ნიც იძულებულია დათრგუნოს ისინი.

ამრიგად, ად-ნის სურვილთა ნაწილი, შინაგანი თუ გარეგანი მიზეზით, გაუნაღდებელი რჩება. ასეთ შემთხვევაში სუბ. ისწრაფვის გადაიტანოს თავისი ს-ების განცდა ოცნებაში და აქ განიცადოს მათი რეალიზება. რასაკვირველია, ეს იქნება ს-თა დაკმაყოფილების ეფემერულ–ილუზორული გზა, რაც ნამდვილი დაკმაყოფილების ძალა არ შესწევს /იხ. ოცნება/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9