A E

სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სწ სხ
სწა სწო სწრ

სწავლა

ად-ნთან გაცნობიერებული, აქტიური, მიზანშეწონილი, მოქმედება, იგი მოვლენის აზრის წვდომას ნიშნავს, მისი შინაგანი ბუნების, მისი მექანიზმის გაგებას და ათვისებას. ს. ად-ნთან უსათუოდ ახალი მასალის დაუფლებასა და მის ორგანიზებას გულისხმობს, ე. ი. უკვე განმტკიცებული ცოდნის სისტემაში ამ ახლად მოპოვებული მასალის შეყვანას, მის გაგეშტალტებას და სტრუქტურიზაციას. მისი შესატყვისი სამოქმედო ძალების გააქტიურება „ფუნქციური ტენდენციით“ გამოწვეული იმპულსის ზეგავლენით ხდება. ახალი მასალის დაუფლება–დამახსოვრებას ინტელექტუალური, ნებელობითი, სენსორული და სხვა ფიზიოლ. ფაქ- ტორები განსაზღვრავენ.

„სწავლობს“ ცხოველიც. მაღალი საფეხურის ცხოველთა „სწავლას“ /დრესურას/, ოტო კელერი / O. Koehler, დ. 1899 / რამდენიმე სახედ ყოფს:

1. გადაჩვევა – გამღიზიანებელი, რ-იც ცხოველის რეაქციას იწვევდა, უპასუხოდ რჩება, თუ ამ გამღიზიანებელმა მოსალოდნელი ზემოქმედების ძალა დაკარგა, იგი ნეიტრალურ, გამღიზიანებლად იქცევა.

2. ასოციაციური სწავლა – ახალი მასალის ძველთან დაკავშირება.

3. ს. „ცდისა და შეცდომის“ მეთოდით, – იმ მოქმდების განმტკიცება, რ-აც შემთხვევით დადებით შედეგს მიაღწია.

4. ს. მაბაძვით.

5 . ს. ჩაწვდომით /უსიტყვო აზროვნება/. ს-ის ეს სახეები გვხვდება აგრეთვე პრიმიტიულ ად-ნებში და დაბალი ასაკის ბ-ვებში.

ს. ცხოველებთან ექსპერ-ლად შეისწავა ამერ. ფს-გიურმა მიმართულებამ ბიჰევიორიზმმა(იხ. „ცდა და შეცდომა“), მაგრამ ცხოველზე ამ მეთოდით მოპოვებული შედეგების გაიგივება ად-ნის აზრიან ქცევასთან და მისი გადატანა ად-ნის ს-ზე არაბიჰევიორისტულ ფს-გიას უმართებულოდ მიაჩნია, რადგან ს. ად-თან სულ სხვა პრინციპზეა აგებული, ვიდრე ცხოველთან. ად-ნთან იგი კოგნიციური ფუნქციებით არის გაშუალებული.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9