A E

სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სწ სხ
სხე სხვ

სხვათა დაკვირვების მეთოდი

სხვისი სულიერი ცხოვრება უშუალოდ კი არ გვეძლევა, არამედ შუალობით, გამომხატველი მოძრაობის სახით. ამიტომ სხვისი სულიერი ცხოვრების შემეცნების მიზნით მიმართავენ „გამომხატველ მოძრაობებზე" /მიმიკა, პანტომიმიკა/ დაკვირვებას და მათ დაწვრილებით აღწერენ. გარდა დაკვირვებისა გამომხატველ მოძრაობებზე, მიმართავენ აგრეთვე გამოკითხვის მეთოდსაც, ე. წ. ექსპლორაციას და ამ მონაცემების საფუძველზე ცდილობენ ჩაწვდენ მეორე ად-ნის სულიერ ცხოვრებას. ად-ნზე ასეთ დაკვირვებას ს. დ. მ. ეწოდება. იგი ფს-გიური დაკვირვების მეორე სახეა /პირველია თვითდაკვირვება/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9