A E

სა სე სი სკ სმ სო სპ სტ სუ სწ სხ
სხე სხვ

სხეულის აგებულების ტიპები

სხეულის აგებულების ტიპური სახეების დადგენის მრავალი ცდიდან ყველაზე გავრცელებულად ე. კრეჩმერის /1921 / და ვ. შელდონის/1940/ ითვლება. კრეჩმერმა აღწერა ს. ა-ის სამი ძირითადი ტიპის ჰაბიტუსი, სხეულის მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით:

1. პიკნიკური.

2. ასთენიური /ლეპტოზომური/.

3. ათლეტური.

ყოველი მათგანის ფიზ. აგებულებას კრეჩმერმა შესაფერისად განსხვავებული ფს-კური წყობა, ხასიათი და ტემპერამენტი შეუფარდა. სხეულის ტიპის დიაგნოზი კრეჩმერს გამოაქვს სხეულის ორგანოების და მათი ურთიერთმიმართების გაზომვის მეტრული ინდექსით.

1. პიკნიკური ტიპი - ფიზ. აგებულება: ტანად საშუალო, სხეულის ნაკვთების მოხაზულობა – დამრგვალებელი, კისერი მოკლე, გულ-მკერდი გაშლილი, კუნთოვანი, მუცელი წამოწეული და ჩამოშვებული, კიდურები მოკლე, მიდრეკილია სიმსუქნისაკენ. ფს-კური წყობა: კონტაქტური, მხიარული, გულღია, კაცთმოყვარე, ექსტრავერტული /იხ. /.

2. ასთენიური ტიპი – ფიზ. აგებულება: ტანად მაღალი, ხმელი, სახე დაგრძელებული, კვერცხის ფორმის, ფერმკრთალი, ვიწრო და ჩავარდნილი გულმკერდი, ვიწრო მხარ-ბეჭი, მუცელი შეწეული, კუნთოვანი სისტემა ნაკლებად განვითარებული, წვრილი და გრძელი კიდურები. ფს-კური წყობა: თავშეკავებული, ეჭვიანი, მუდამ დაღვრემილი, საკუთარ განცდებში ჩაძირული, ინტროვერტული/იხ./.

3. ათლეტური ტიპი– ფიზიკური აგებულება: მხარ-ბეჭი და გულ-მკერდი გაშლილი, მაღალ; კისერზე ძლიერი თავი, სახე და სხეული ძვლოვანი, მკვეთრად განვითარებული კუნთოვანი სისტემა. ფს-კური წყობა: ამტანი, მოუქნელი, ახასიათებს მძიმე წარმოშობის აფექტები, გაძნელებული რეაქციები.

ჯანმრთელ ად-ნებში, კრეჩმერის მიხედვით, პიკნიკურ ფიზ. აგებულებას შეესატყვისება ციკლოთიმიკური ტემპერამენტი და ხასიათი, ასთენიურ აგებულებას–შიზოთიმიკური ტემპერამენტი, ათლეტურს – იქსოთიმიკური /ვისკოზური/ ტემპ. და ხასიათი. ფს-კური დაავადების თვალსაზრისით, პიკნიკები ავადდებიან ციკლოფრენიით, ასთენიკები — შიზოფრენიით და ათლეტები – ეპილეფსიით.

ჯანმრთელ ად-ნთა და სულიერად დაავადებულთა მოსაზღვრე მდგომარეობას /ნევროზები და ფსიქოპათიები/ შეესატყვისება: პიკნიკურ სხ. აგებულებას – ციკლოიდური ფს-კური წყობა, ასთენიურ სხ. აგებულებას - შიზოიდური ფს-კური წყობა. /იხ. ციკლოიდი, შიზოიდი/.

ვ. შელდონმა აღწერა სხეულის აგებულების სამი ტიპი:

1. ენდომორფული - კორელაციურ დამოკიდებულებაშია ვისცეროტონიკურ ტემპერამენტთან. შეესატყვისება სხეულის აგებულების „პიკნიკურ" /კრეჩმერი/ ტიპს.

2. ეკტომორფული – კორელაციურ დამოკიდებულებაშია „ცერებროტონიკურ" ტემპერამენტთან. შეესატყვისება სხეულის აგებულების ასთენიკურ ტიპს {კრეჩმერი/.

3. მეზომორფული – კორელაციურ დამოკიდებულებაშია „სომატოტონიკურ ტემპერამენტთან". შეესატყვისება სხეულის აგებულების ათლეტურ ტიპს /კრეჩმერი/.

გარდა ამ სამი ძირითადი ტიპისა, შელდონმა გამოყო სხეულის აგებულების კიდევ მეორეული მომენტები. ასეთებია: სხეულის დისპლასტიკური ფორმა dßინდექსი; სპეციფიკური სქესობრივი /geschlēchi/ ინდექსი; ზედაპირული, კანის საფარის, /ტექსტორალური/ t-ინდექსი; ძირითადი კომპონენტებისა და მეორეული მომენტების ურთიერთთან კომბინაცია ქმნის სხეულის აგებულების სხვადასხვა შერეულ სახეებს და ტიპებს /იხ. ტემპერამენტი; კონსტიტუცია/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9