/TAU - Phänomen /ა. გელბის /1936-1987/ მი-ერ აღმოჩენილი / 1915 / ფაქტი, რ-იც შემდეგ გეშტალტფსიქოლოგიაში იქნა ზედმიწევნით შესწავლილი. ეხება გამღიზიანებელთა შორის სივრცითი მიმართების დროის მიმართებასთან დამოკიდებულების საკითხს. მაგ., ცპ–ს ეკრანზე თანამიმდევრობით /სუქცესიურად/ ვუჩვენებთ სინათლის სამ გამღიზიანებელს, რ-ებიც ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილით არიან დაშორებულნი. მაგრამ თუ მეორე გაღიზიანების შემდეგ, მესამე გამღიზიანებელს უფრო სწრაფად მივაწოდებთ, ვიდრე მეორე გამღიზიანებელი მივაწოდეთ პირველის შემდეგ, მაშინ ეს მესამე გამღიზიანებელი სივრცითაც უფრო ახლოს მდებარედ მოგვეჩვენება მეორესთან, ვიდრე მეორე გამღიზიანებელი – პირველთან. მესამე გამღიზიანებლის მანძილის ილუზიურ შემცირებას იწვევს ამ მესამე გამღიზიანებლის უფრო სწრაფი მიწოდება, ე. ი. დროითი შუალედის შემცირება გამღიზიანებელთა შორის ილუზიურად ამცირებს მანძილსაც მათ შორისა.