Gk. taxis წესრიგი, განლაგება ბიოლოგიაში: ტროპიზმის მსგავსი მოვლენა თავისუფლად მოძრავ მარტივ ორგანიზმებში. ტროპიზმის მსგავსად ტ-სს იწვევს ორგანიზმზე გამღიზიანებლის ცალმმხრივი მოქმედება. ტ-ის სახეები: ჰემოტაქსისი / ქიმიური გამღიზიანებლით გამოწვეული/; ფოტოტაქსისი /სინათლის ზემოქმედებით გამოწვეული/; თერმოტაქსისი /სითბოს ზემოქმედებით გამოწვეული/. ტროპიზმების მსგავსად ტ-ებიც ორნაირია: დადებითი და უარყოფითი. დადებითია ტ., როცა ორგანიზმი მოძრაობს გამღიზიანებლის მიმართულებით; ტ. უარყოფითია, როცა მოძრაობა გამღიზიანებლის საწინააღმდეგოდაა მიმართული /იხ. ტროპიზმი/.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694