ქცევის ერთ-ერთი სახე ადრეული ბ-ვობის ასაკში. იწყება „ძუძუს ბ-ვობის პერიოდში“ /დაბადებიდან 5 −6 თვე. ბ-ვს არ აკმაყოფილებს უკვე მარტო ჭვრეტა-სმენა-შეხება; დაძლეულია წინამოსამზადებელი პერიოდი, როცა ხელში მოხვედრილ ყოველ საგანს ბ-ვი პირში მიაქანებს მასში ახალი მოთხოვნილება იღვიძებს. ბ-ვს ყველაფრის ხელში ჩაგდება სურს, რასაც თვალით ხედავს. ჩნდება ქცევის ახალი სახეობა ე. წ. ტ. იგი ქცევის დომინანტურ ფორმად იქცევა. ტ. ნამდვილ აქტივობას მოითხოვს: ბ–ვი თვითონაა თავის მოძრაობის მომწესრიგებელი; ამიტომ ტ. პირველი ჩანასახია ად-ნის „მე“-სი, მისი ნებისყოფისა, იწყება აქტიური სუბ-ის ჩასახვა.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694