ფილოს-ში მოძღვრება, რ-აც ბუნებაში არსებული მიზანშეწონილობის/ჰა- რმონიის/ ახსნა მიზნის წარმოდგენიდან გამოჰყავს და ბუნების გაგებაში ად-ნისაგან დამოუკიდებელი აზრიანი შემოქმედების პრინციპი შეაქვს. ამის მიხედვით მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივი ახსნის ადგილს მიზნობრივი სწრაფვის იდეალისტური კონცეფცია იკავებს.
ფს-გიაში ტ-გიზმი ნიშნავს ად-ნის ქცევისა და მოქმედების ახსნას მიზნით მოტივირებული სისტემით. „იგულისხმება, რომ მიზნის წარმოდგენას თავისთავად აქვს უნარი სუბ-ის ქცევაზე ისე იმოქმედოს, რომ იგი თავისდა შესატყვისად აამოქმედოს“ /დ. უზნაძე/. დ. უზნაძის „განწყობის" თეორიის თანახმად, მიზნის შესაფერისად მოქმედებას წარმართავს შემთხვევისთვის შექმნილი „განწყობა“ და არა მიზანში ნავარაუდევი ფატალური ძალა.