| | |
ად-ნის აფექტურ–ემოციურ თავისებურებათა საფუძველი-დისპოზიცია და, საერთოდ, ფს-კის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორთაგანია. ამ აზრით, იგი ახსნითი ფს-გიური ცნებაა.
ტ-ის ცნება უძველესი ფს-გიური ცნებაა. უკვე IV ს-ში /ძ. წ. ა./ ბერძენმა ექიმმა ჰიპოკრატემ / 460−377/ აღწერა ტ-ის ოთხი სახე: სანგვინიკური, ქოლერიკული, ფლეგმატიკური და მელანქოლიკური /ფიქრობენ, რომ ეს სახელწოდება მათ დაერქვა ჰიპოკრატეს შემდეგ გალენის /129–199 ა. წ. ა./ მიერ.
ჰიპოკრატე ტ-ს მიზეზობრივ კავშირში აყენებს ფიზიოლოგიურ პროცესებთან, კერძოდ, ორგანიზმის ჰუმორალურ ფაქტორთან. მის შეხედულებით, ტ-ის ყოველ სახეს განსაზღვრავს ორგანიზმის სითხეთა – სისხლი, ლორწო, ყვითელი ნაღველი, შავი ნაღველი – სიჭარბე და ორგანიზმში მათი განაწილება. მაგ., დანარჩენ სითხეებთან შედარებით, სისხლის სიჭარბე ორგანიზმში წარმოშობს სანგვინიკურ ტ–ს; ლორწის სიჭარბე — ფლეგმატურ ტ-ს; ყვითელი ნაღველის სიჭარბე ქოლერიკუკ ტ–ს; შავი ნაღვლის სიჭარბე მელანქონიკურ ტ–ს /იხ. სანგვინიკური ტემპერამენტი, ფლეგმატური ტემპერამენტი, ქოლერიკული ტემპერამენტი, მელანქოლიკური ტემპერამენტი/.
ტ-ის ყოველ სახეობას სასიამოვნო ან უსიამოვნო ემოციისადმი მიდრეკილება ახასიათებს. ჰიპოკრატეს მიერ დადგენილმა ტიპებმა დროის გამოცდას გაუძლო; ტ-ის ტიპოლოგიის კვლევა ისტორიულად ამ ოთხი ტიპის და მათი ვარიაციის ირგვლივ მიმდინარეობდა /პლატონი, არისტოტელე, გალენი, ი. კანტი, ვ. ვუნდტი და აგრეთვე თანამედროვე ფს-გიური მიმდინარეობანი/.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს დღეს ტ-ისა და ხასიათის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი.
თანამედროვე პერიოდში ტ-ის კლასიფიკაციის ცდებიდან უფრო გავრცელებულია ფსიქიატრ ე. კრეჩმერის კლასიფიკაცია, რ-იც ტ-ს ორგანიზმის მორფოლოგიურ აგებულებაზე დამოკიდებულ კომპონენტად თვლის. მან სხეულის აგებულების სამ ძირითად ტიპს ტ-ის სამი განსხვავებული ტიპი მიაკუთვნა: პიკნიკურს-ციკლოთიმიკური, ასთენიურს-შიზოთიმიკური, ათლეტურ ტიპს–ვისკოზური ტ. ფსიქოზებში კრეჩმერის მიერ დადგენილი ტიპების პროტოტიპებია: ციკლოფრენია–ციკლოთიმიკური ტ-ის პროტოტიპი; შიზოფრენია– შიზოთიმიკური ტ-ის პროტოტიპი; ეპილეფსია ათლეტური ტ-ის პროტოტიპი. ე. კრეჩმერი ტ-ის კლასიფიკაციაში პათოლოგიური ჰაბიტუსიდან ამოდიოდა, რაც მის თეორიას ნაკლად ეთვლება.
ტ-ის კლასიფიკაციის ცდებიდან მნიშენელოვანია რუს ფიზიოლოგ პავლოვის კლასიფიკაცია, მან ტ-ს მოქმედების ძირითადი თვისებები დაუდო საფუძვლად. ეს თვისებებია ნ. ს-ისძვრადობა /გამძლეობა წონასწორობა და აგზნებადობა. ამ თვისებათა ერთმანეთთან კომბინაციით პავლოვმა ნ. 1. ნ. ს–ის ძლიერი, ძვრადი, გაწონასწორებული მოქმედების ტიპი– შეეფერება სანგვინიკურ ტ-ს 2. ნ. ს-ის ძლიერი, გაწონასწორებული, ინერტული მოქმედების ტიპი – შეესატყვისება ფლეგმატურ ტ–ს 3. ნ, ს-ის ძლიერი, უწონასწორო ტიპი – შეესატყვისება ქოლერიკურ ტ-ს. 4. სუსტი მოქმედების ნ. ს-ის ტიპი–შეესატყვისება მელანკოლიკურ ტ-ს. ცნობითლია, რომ თავის ცდებს პავლოვი ძაღლებზე ატარებდა; ცხოველებზე მოპოვებული მონაცემების ად-ნზე გადატანა არ შეიძლება მართებულად ჩაითვალოს.
ტ-თან დაკავშირებით სხეულის აგებულების კლასიფიკაციის ერთ–ერთთი ცდა ეკუთვნის ვ. შელდონს. მან სხეულის აგებულების სამი ტიპი დაადგინა:
1. ენდომორფული, შეესატყვისება ვისცეროტონიკურ ტ-ს.
2 .ეკტომორფული, შეესატყვისება ცერებროტონიკურ ტ-ს.
3. მეზომორფული, შეესატყვისება სომატოტონიკურ ტ-ს.
აღნიშნულ კლასიფიკაციებში–ჰუმორალური /ანტიკური კლასიფ./, ანატომო-მორფოლოგიური /ე. კრეჩმერი/, ც. ნ. ს. /ი. პავლოვი/ – ერთი საერთო იდეაა გატარებული : ტ-ის არსებითი კავშირის იდეა ორგანიზმის ფიზ. სისტემასთან. ამ დებულებას ტ-ის გაგებისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს. /იხ. სხეულის აგებულების ტიპები/.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |