![]() |
![]() | |
ფსოგიაში: გამოცდის ექსპერ-ის ერთ–ერთი სახე, წარმოადგენს გარკვეულ ამოცანას, რ-იც ცპ-მა უნდა გადაწყვიტოს ტ-ის მიზანია დაადასტუროს, აქვს თუ არა სუბ-ს ის ფს–კური უნარი ან თვისება, რ-იც მოცემული ამოცანის გადასაწყვეტად არის საჭირო. მაგ., აქვს თუ არა სუბ-ტს თვალზომის სიმახვილე აღქმის სისწრაფე, ყურადღების საჭირო მოცულობა, კომბინაციის, ანალიზის, სინთეზის უნარი და სხვა. ტ. რომ ვარგისი იყოს, ამისათვის ის რიგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:
1. უნდა იყოს სტაბილური, ე. ი. ყოველი გამეორებისას ტ. ერთი და იგივე შედეგს უნდა იძლეოდეს, რ-რც ერთსა და იმავე ცპ-თან, ისე – მასში;
2.უნდა შეიძლებოდეს მისი საშუალებით უნარის გაზომვა და რიცხობრივად გამოსახვა;
3. უნდა იძლეოდეს უნარის ხარისხობრივად დიფერენცირების საშუალებას, ე. ი. შეძლოს ინდივიდები ერთმანეთისაგან განასხვავოს უნარის მიხედვით;
4. მკვლევარზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, ე. ი. ყველა მკვლევარი ამ ტ-ით ერთსა და ამავე შედეგს უნდა ღებულობდეს.
თავიდან ტ. გამოყენებული იყო, როგორც ინტელიგენტობის /გონებრივი განვითარების/ გაზომვის საშუალება. მისი პირველი ავტორები არიან ფ. გალტონი, ვ. შტერნი, ჰ. მიუნსტერბერგი. კერძოდ, ჰუგო მიუნსტერბერგის მიერ ტ. გამოყენებული იყო პროფესიული შერჩევისა და მეურნეობის ფს-გიაში.
ყოველ ტ-ს ორგვარი მნიშვნელობა აქვს: დიაგნოზური და პროგნოზული. პირველი - სვამს დიაგნოზს, თუ რა უნარი აქვს სუბ-ს ამჟამად, მეორე –წინასწარმეტყველებს, ეს უნარი მომავალში ექნება მას თუ არა. ტ. მრავალნაირია, მისი ერთი საყოველთაოდ მიღებული კლასიფ. არ არსებობს, რადგან არ არის მიგნებული ტ-ის გარკვეული ჯგუფისათვის მიკუთვნების პრინციპი. მაგ., ზოგადი გონიერების შემოწმების ტ. შეიძლება მიეკუთვნოს, როგორც განვითარების ტ-ების ჯგუფს, ისე - სპეციალური ნიჭიერების ტ-ების ჯგუფს, ან პროფესიული ვარგისობის ტ-ებს ჩვეულებრივად მიღებულია ტ-ების შემდეგი დაჯგუფება
1. განვითარების ტ–ები /ადრეული ბავშვობა და სასკოლო ასაკის პერიოდი/;
2. ზოგადი გონიერების ტ–ები, /მაგ., ბინე-სიმონის სკალა/;
3. სპეციალურ ნიჭიერებათა ტ–ები /ტექნიკური ნიჭი, მუსიკალური ნიჭი და სხვა;
4. სპეციალური ფუნქციების ტ. / ვიზუალური მეხსიერება, ყურადღების თვისებები, სენსორული და სენსომოტორული ფუნქციები და სხვა/;
5. პიროვნების ხასიათის და ტემპერამენტის კვლევის ტ.;
6. ცოდნა–ჩვევის ტ–ები;
7. პროფესიული ვარგისობისა და ორიენტაციის ტ-ები.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |