A E

ტა ტე ტი ტკ ტო ტრ
ტიპ ტირ ტიტ ტიფ

ტიპი

Gk. typos ანაბეჭდი; გამოსახულება, სახე

ფს-გიაში; სუბ., რ–აც რაიმე თვისება გამოკვეთილად აქვს გამოსახული, ჩრდილავს სხვა თვისებებს და ქმნის პიროვნების ქარაქტეროლოგიურ სახეს. ტ–ში შეგროვილია მისთვის დამახას. თვისების ყველა ნიშანი და დაჩრდილულია ამ თვისებასთან კორელაციაში არმყოფი სხვა ნიშნები. ეს კი აძლიერებს ტიპურობის გამომსახველობას და ნიმუშად ხდის მას თავის მსგავსთა შორის.

პოპულაციაში, რ-ის წარმომადგენლად ესა თუ ის ტ. ითვლება, შეიძლება ყველა წევრი არ იყოს მისი მსგავსი, ტ. ად-ნის ისეთი განზოგადებული სახეა, რ-აც პოპულაციის უმრავლესობა ჰგავს. ამიტომ ტ-ის ცნება მეცნ-ის ისეთი დამხმარე კატეგორიაა, რ-იც ემპირიული სინამდვილის უხშირეს შემთხვევათა გაგებაში გვეხმარება.

ვინაიდან ტ–ში გამოყოფილი და ხაზგასმულია ტ-ურობის გამაძლიერებელი თვისებები, ხოლო უგულებელყოფილია სხვა დანარჩენი პიროვნული ნიშნები, ამიტომ ტ. ნამდვილი, რეალური ად-ნის ხელოვნურად სქემატიზებული სახეა; „იდეალური“ ან „წმინდა“ ტ. ხელოვნური კონსტრუქციაა. ტ–ის ცნებას იყენებდნენ პლატონი, არისტოტელე თეოფრასტე და სხვა.

მოძღვრება ად-ნთა ტიპური თავისებურებების შესახებ – ე. წ. ტიპოლოგია შეისწავლის და აჯგუფებს ად–ნებს ან ცალკე ფუნქციათა განსხვავებულობის, ან მთლიან–პიროვნული განსხვავებულობის მიხედვით.

1. ცალკე ფუნქციათა ტიპოლოგია განვითარდა ფს–კურ ფუნქციათა /აღქმა, წარმოდგენა, მეხსიერება, ყურადღება, ფანტაზია, აზროვნება და სხვა/ ექსპ. შესწავლის საფუძველზე. მაგ., მეხსიერების ექსპ. კვლევამ დაადასტურა, რომ ზოგი ად-ნი „მხედველობითი მეხსიერების" ტ−ა, ზოგი – „სმენითი მეხსივრების“ ტიპი, ზოგი – მოტორული“, ზოგი კიდევ „შერეული მეხსიერების“ტპი (იხ. დასწავლა ანუ დამახსოერება/. რეაქციის მიხედვით გამოიყოფა სწრაფი რეაქციის და ნელი რეაქციის ტ-ები /იხ. პიროვნული განტოლება/, ასეა სხვა ფუნქციის მიხედვითაც. ფუნქციების მიხეღვით დადგენილ ტიპებს, რ-რც ზუსტი ექსპ. მეთოდით შესწავლილთ, საერთო აღიარება აქვთ მოპოვებული.

2. მთლიან–პიროვნული, სტრუქტურული განსხვავებულობის ტიპოლოგიას სუბ–ის მთლიანი სტატუსი აქვს მხედველობაში. ამ მხრივ წარმოდგენილ კლასიფიკაციებს შორის უფრო ცნობილია ე. შპრანგერის, კ. იუნგის, ე. იენშის კლასიფიკაცია /იხ. სიცოცხლის ფორმები, ინტროვერტული და ექსტრავერტული ტიპები, ეიდეტური ხატი/. ფიზ. აგებულების მიხედვით ტიპოლოგიური სახეების დადენის მრავალი ცდიდან დადადაა გავრცელებული ე. კრეჩმერის /გერმანია/ და ვ. ჰ. შელდონის /ამერიკა/ მიერ დადგენილი „სხეულის აგებულების“ ტიპები /იხ. სხეულის აგებულების ტიპები/.

მთლიან პიროვნულ ტიპთა კლასიიკაცია . ნ. სის მოქმედების საფუძველზე ეკუთვნის რუს ფიზიოლოგ ი. პ.ავლოვს /იხ. ტემპერამენტი/.

არსებითად განსხვავებულ პოზიციაზეა აგებული პიროვნების ტიპურობის კვლევა და უზნაძის /1886-1950/ განწყობის თეორიაში, რის თანახმადაც, პიროვნებათა ტიპური განსხვავებულობის განმსაზღვრელია ის ფაქტორი, რ-იც საფუძვლად უდევს ად-ნის მოქმედებას საზოგადოდ, ე. ი. „განწყობა“ რ-რც პიროვნების მოდუსი, განწყობა,თავისი ზოგადი ნიშნებით /ფიქსაცია, ირადიაცია, სტაბილურობა, ჩაქრობა/ გამოყოფს ად−ნთა ტიპურ სახეებს: ჰარმონიული პიროვნება, კონფლიქტური პირ, სტატიკური პირ., ლაბილური პირი, და სხვა, ე. ი. განწყობის ნიშნები / განწყობის მიმდინარეობის თავისებურებანი/ად-ნთა შორის ტ-ური განსხვავებულობის დიფერენცირების უნარის მქონეა.

დ. უზნაძის განწყობის მეთოდით ხასიათის ტ–ში გამოყოფილია პიროვნების სამი ტიპი:

1. დინამიკური განწყობის ჰარმონიული ხასიათის პიროვნება;

2. სტატიკური განწყობის კონფლიქტური ხასიათის პიროვნება;

3. ვარიაბილური განწყობის იმპულსური ხასიათის პიროვნება ტიპები კორელაციაშია თემატიკური აპერცეფციისა და რორშახის ტესტებით დადასტურებულ ტიპოლოგიასთან.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9