მწუხარების „გამომხატველი მოძრაობა“. ტ. შეიძლება სხვა მიზეზმაც გამოიწვიოს, მაგ., სიხარულმა, სიმპათიამ, განრისხებამ, ფიზიკურმა ტკივილმა. მაგრამ, როგორც წესი, ტ. სულიერი ტანჯვის, მწუხარების, დეპრესიის ნიშანია. ტ. სპეციფიკურ ად¬ნურ რეაქციად ითვლება. ბ-ვი დაბადებისას კი არ ტირის, არამედ ჭყივანა ხმით ყვირის, ტ–ს ბ←ვი მოგვიანებით იწყებს და ყოველთვის არადამაკმაყოფილებელ სო-მატურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამ აზრით, ტ. სასიგნალო მნიშვნელობისაა და მიზანშეწონილ რეაქციას წარმოადგენს. ბ–ვში ყოველი წარუმატებლობა, მარცხი, ფიზ. ტკივილი ტ-ლს იწვევს. ზრდადამთავრებული ტირის მხოლოდ დიდი სულიერი მღელვარების, აუნაზღაურებელი დანაკარგის შემთხვევაში. ტ. უმწეობის ნიშანია. ტ–ის ხელოვნური გამოწვევა ძნელია, ტ. გადამდებია, იწვევს სხვისი წაბაძვის იმპულსს. ტ-ის დროს პირისახის კუნთები მოდუნებულია, ტანი გაუმართავი და მოშვებული. შინაგანად ლაბილური სუბ. უმნიშვნელო მიზეზის გამო ტირის ტ-ის ბიოლოგიური მნიშვნელობა, გარდა სასიგნალო მნიშ-ისა, უთუოდ ისიც არის, რომ მწვავე სულიერი დაძაბულობის შემთხვევაში /სტრესი/ ის, რ~რც რეაქცია, იწვევს დაძაბულობის შენელებას, განმუხტვას.