| | |
ასახავს სუბ–ის მდგომარეობას და არასოდეს არ მიუთითებს საგნის ობიექტურ თვისებაზე. ამ აზრით იგი ყველა შეგრძნებაზე უფრო სუბიექტურია. წარმოიქმნება ორგანიზმის ყოველგვარი დაზიანების შედეგად. დამახ. ტ–ლის აფექტური ბუნება. ის ძლიერ უსიამოვნო განცდაა. ფიზიოლ–ში არ არის სრული თანხმობა, არსებობს თუ არა ტ-ის მიმღები ცალკე რეცეპტორი, თუ ყოველი რეცეპტორის ნერვული ღეროს ძლიერი გაღიზიანებაა ტ-ის გამომწვევი, ტ–ის სპეციფიკური რეცეპტორის არსებობის სასარგებლოდ ლაპარაკობს:
1. ანალგეზიის მოვლენა, როდესაც ტ–ის შეგრძნება დაკარგულია, ხოლო ტაქტილური და თერმული შეგრძნებები დაცულია;
2. კანში აღმოჩენილი ტ-ის განსაკუთრებული წერტილები;
3. ოპერაციის შედეგად გადაჭრილი ნერვის რეგენერაციის პროცესი /ჯერ აღდგება ტკივილის შეგრძნება და მერე სხვა შეგრძნებები/, უფრო განმტკიცებულია აზრი, რომ ტ-ის შ. აღმოცენდება ან კანში, ან შინაგან ორგანოებში მოთავსებული სპეციფიკური რეცეპტორის აგზნებით. საგულისხმოა, რომ ტ–ის რეცეპტორს ადეკვატური გამღიზიანებელი არ გააჩნია. /იხ. ადეკვატური გაძღიზიანებელი/ ტ–ს იწვევს ყოველი გამღიზიანებლის ზემოქმედება, რ–აც შეუძლია ორგანიზმის ცოცხალი ქსოვილის დაზიანება.
ტ–ის შ-ის საპასუხო რეაქციაში მთელი სხეულია ჩართული. ხდება გულისცემისა და სუნთქვის გახშირება, სისხლძარღვების შევიწროება, საჭმლის მომნელებელი წვენების შემცირება, ოფლის გამოყოფის გაძლიერება, სისხლში შაქრის მომატება და სხვა. შინაგანი ორგანოებიდან მომდინარე ტკივილი ხშირად დაავადების ლოკალური ადგილის გარეთაც შეიგრძნობა. ამას არეკლილ ტ–ს უწოდებენ, იგი ხელს უშლის დაავადების ლოკალური ადგილის ზუსტ დადგენას.
ტ. შ. ბიოლოგიურად სასიგნალო მნიშვნელობისაა. ის მიუთითებს ორგანიზმს საშიშროების არსებობაზე და იწვევს თავდაცვით რეფლექსებს.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |