A E

ა. აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აწ ახ აჰ
არა არი არტ არქ

არაცნობიერი

G. Unbewusstes

ჩვეულებრივი გაგებით ნიშნავს შეუგნებელ მოქმედებას, როცა ს. აქვს გათვალისწინებული თავისი მოქმედების მიზანი, განხორციელების საშუალებები და მოსალოდნელი შედეგები.

რ-რც ფს-გიური ცნება, ა. გულისხმობს ისეთი ფს-კური მოვლენების არსებობას რ-ებსაც ცნობიერება აკლია, სუბ-ის მიერ არ განიცდება და, მაშასადამე, ცნობიერების გარეშე მიმდინარეობენ. მაგ., ამ მოძღვრების თანახმად, აღქმა, წარმოდგენა, მსჯელობა, დასკვნა, ემოცია, სურვილი, მისწრაფება და სხვა, არსებობენ არა მარტო რ-რც ცნობიერი მოვლენები, არამედ, აგრეთვე ა. სახითაც ( გ. ფ. ფეხნერი ჰ. ჰელმჰოლცი, ი ფ ჰერბარტი, ედ ჰარტმანი, ზ. ფროიდი და სხვე- ბი).

ფს-გიაში ა-ის ცნება შემოტანილ იქნა ცნობიერ მოვლენათა ახსნის მიზნით. რიგი ფს-გიური ფაქტების გაგება მოითხოვს ცნობიერების ველიდან გასვლას და სხვა ისეთი ფაქტორის მოძებნას, რ-იც შეიძლება ცნობიერებას მოკლებული იყოს, მაგრამ ფს-კურის ახსნის მოთხოვნას აკმაყოფილებდეს. ფს-გიაში ცნობილი თეორიები ა. ფს.კვ-რის არსებობის შესახებ არსებითად იდეალისტური ფილოს-დან მომდინარეობენ და ამიტომ პოზიტიურ-მეცნ-ულ ღირებულებას მოკლებული არიან.

ა. მეცნ-ული კვლევის საგნად ზ. ფროიდმა აქცია. ა-ის მეცნ-ულად შემეცნების პრობლემა პირველად მან დააყენა. სპეციფიკა ფრო-იდის ა-ისა ის არის, რომ, მისი აზრით, ყოველი ცნობიერი განცდა შეიძლება ა. გახდეს და პირიქით.

ზ. ფროიდის კონცეფციით ა. ფსიქიკა ჩნდება სექსუალური შინაარსის წარმოდგენების ცნობიერებიდან განდევნის შედეგად. მაგრამ განდევნილი შინაარსი სუბ-სათვის უშედეგოდ არ იკარგება, იგი აგრძელებს არსებობას ახლა უკვე, რ-რც ა. და ზემოქმედებს სუბ-ის ფს.კა.-ზე შემაწუხებლად და იწვევს მასში ნევროზულ მდგომარეობას. ამ აზრით, ა. ფს-კური მოვლენების მარეგულირებელი ფაქტორია (იხ. ფსიქოანალიზი).

ა-ის ცნობიერ ფს-კურზე ზემოქმედების მეცნ-ული დასაბუთების ახალი ცდა მოცემულია ქართველი ფს-გის დ. უზნაძის განწყობის თეორიაში. ამ თეორიის თანახმად ა. განწყობა ეჭვმიუტანელი სინამდვილეა, მაგრამ იგი არსებობს არა რ-რც ცალკეული კონკრეტული ფსიქიკური შინაარსი – ა. აღქმის, წარმოდგენის თუ აზროვნების სახით, როგორც ამას ფროიდი ფიქრობდა-არამედ რ-რც მთლიანი სუბ-ის „მზაობა“ ანუ განწყობა გარკვეული აქტივობისადმი. ზ. ფროიდის ე. წ. „კომპლექსები“ რ-ებიც ფარულად ზემოქმედებენ სუბ-ზე და მუდამ კონფლიქტში დგანან სუბ-ის ცნობიერ ცხოვრებასთან, დ. უზნაძის თეორიით, სუბ-ის არარეალიზებული ფიქსირებული განწყობებია. მაგრამ ასეთი არარეალიზებული განწყობები პიროვნებაში მოცემულია გამონაკლისის სახით. ჩვეულებრივ განწყობა არ იმყოფება სუბ-ის ცნობიერ ცხოვრებასთან კონფლიქტურ მიმართებაში, არამედ საფუძვლად უდევს ფს-კის მთელ მუშაობას და არეგულირებს მის მიზანშეწონილ დამოკიდებულებას გარემოსთან.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9