/ჩრდილო ამერიკ. ინდიელების ენიდან/ – წინაისტორიულ პერიოდში თემის ან გვარეულობის მიერ გვარის დამაარსებლად აღიარებული ცხოველი, ან მისი ხელოვნური გამოსახულება, რ¬იც მიჩნეული იყო წინაპრების სულის მატარებლად და გვარეულობის მფარველად. გარდა ცხოველისა, ტოტემად შეიძლებოდა დაესახათ სხვა რამ, მაგ., ფრინველი, თევზი ან რაიმე უსულო საგანი /ქვა, ხე და სხვა/. მაგრამ ყველაზე უფრო ხშირად ტ. ცხოველის სახით იყო წარმოდგენილი. გარდა გვარეულობის ტ–ისა, არსებობდა ინდივიდუალური ტ. მაგ., „სქესის“ /გამრავლების/ და სხვა. ტ. დიდი პატივისცემისა და რელიგიური თაყვანისცემის საგანია. მისი დაკვლა და ჭამა მკაცრადაა აკრძალული. ტ–ის სადიდებლად შექმნილია წეს–ჩვეულებები, შემოღებულია ტაბუ, დღესასწაულები, მსხვერპლის შეწირვა, სხვადასხვა რიტუალები /ცეკვები, სიმღერები და სხვა/. ტ–ს ამკობენ გვარეულობის გერბით /მაგ., ინდიელების გერბი იყო ბოძისებური ფორმის ნაკეთობა ად–ნის თავის ქალისაგან/.