A E

ტა ტე ტი ტკ ტო ტრ
ტრა ტრო

ტრანსდუქცია

L. transductio გადაყვანა, გადაადგილება

2-3 წლის ბ–ვის აზროვნების ფორმა. დამახ. დასკვნის გამოტანა კერძოდან კერძოსკენ– ამ სახის აზროვნებას ვ. შტერნმა ტ უწოდა. ექსპულად დადასტურებულია რომ აღნიშნული ასაკის ბ–ვისათვის ნამდვილი ლოგიკურ – ვერბალური აზროვნება უცხოა. ლოგიკურ–ვერბალური აზროვნების საფუძველი — ცნება, რ–ზედაც დამყარებულია მსჯელობა და დასკვნა, ბ-ვს სათანადოდ განვითარებული არა აქვს, მართალია, ამ ასაკის ბ–ვი სწორად მეტყველებს, თავის ადგილას ხმარობს სიტყვებს, ადგენს წინადადებებს, მაგრამ, რ–რც ცდებიდან ირკვევა, ეს სიტყვები ნამდვილ ცნებას არ წარმოადგენენ, იდეურ ობიექტს არ ასახავენ, არამედ შეიცავენ კონკრეტული საგნის წარმოდგენას რ–იმე ერთი ნიშნის მიხედვით. ბ–ვის მეტყველების ის შემთხვევები, რ-ებიც თითქოს ნამდვილ დასკვნას გამოხატავს, ფაქტობრივად წარმოადგენს დასკვნას კერძო შემთხვევიდან კერძოსკენ. დასკვნის ასეთი ფორმა არის ტ, ის მხოლოდ 2 −3 წლის ბავშვისთვისაა დამახასიათებელი.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-97899414826
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9