![]() |
![]() | |
ვარჯიშის შედეგის სხვა ფუნქციის მოქმედებაზე გადატანას ტ. ეწოდება. ერთი რ–იმე ფუნქციის გავარჯიშების შედეგად მეორე, მასთან ახლო მდგომი, მონათესავე ფუნქციის მიღწევების გაუმჯობესება ხდება. ე. ებერტმა და კ. მოიმანმა ჩაატარეს ტ–ის ექსპერიმენტი დასწავლაზე. ცპ–ს აძლევდნენ გარკვეულ მასალას და სასწავლად /მარცვლებს, ციფრებს და სხვა/. აღმოჩნდა, რომ ამ მასალის დასწავლაზე გაწეული ვარჯიში გავლენას ახდენს სხვა მასალის დასწავლაზეც; მისი დასწავლა უფრო ადვილად და სწრაფად მიმდინარეობს. ხდება ვარჯიშით მიღწეული შედეგის გენერალიზაცია.
გ. ე. მიულერისა და ე. თორნდაიკის აზრით, ეს თანაგავარჯიშება შეიძლება აიხსნას თვით დასასწავლ მასალაში შემავალი იდენტური ელემენტებით.
ტ–ს დიდი მნიშვნელობა აქვს პედ. პროცესისათვის, სწავლის ეფექტიანობა, ისე, რ–რც მოსწავლის საერთო განვითარება, დიდად არის ტ–ზე დამოკიდებული.
შემჩნეულია ისიც, რომ ტ-მ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს შემდეგი ამოცანის გადაჭრაზე, თუ ეს შემდეგი მასალა, წინასთან შედარებით, ჰეტეროგენურ ელემენტებს შეიცავს და არაფრით ჰგავს წინა ამოცანას. მაშინ მის გადაჭრას წინასწარი ვარჯიში უფრო აძნელებს.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |