A E

ტა ტე ტი ტკ ტო ტრ
ტრა ტრო

ტროპიზმი

Gk. tropos მიმართულება, მიბრუნება

ბიოლოგიაში ეწოდება მცენარეთა ზრდისეული მოძრაობის მიმართულების შეცვლას /გადახრა, მოღუნვა/, რ–აც იწვევს ფიზ. ან ქიმიური გამღიზიანებლის ცალმხრივი ზემოქმედება. მაგ., მზესუმზირა მთელი დღის განმავლობაში მიბრუნებულია მზისკენ, ოთახის მცენარე თავისი ფოთლებით მიბრუნებულია სინათლისკენ. ცალმხრივად მოქმედი გაღიზიანების ზეგავლენით გამოწვეული ტ–ის სახეებია: ფოტოტროპიზმი მცენარის სინათლისაკენ მიბრუნება; ჰელიოტროპიზმი მზის მიმართულებით მიბრუნება; გეოტროპიზმი დედამიწისკენ ტოტების მოღუნვა /მაგ., ძეწნა, ტირიფი/; თერმოტროპიზმი სითბოსკენ გადახრა; ჰემოტროპიზმი ქიმიური გამღიზიანებლის მიმართ გადახრა ტ. ორნაირია – დადებითი და უარყოფითი. დადებითია, როდესაც მცენარე ცალმხრივად მოქმედი გამღიზიანებლისაკენ იხრება; უარყოფითია, როდესაც ეს გადახრა გამღიზიანებლის საწინააღმდეგოდ ხდება, თითქოს მცენარე გაურბოდეს გამღიზიანებელს. ტ-ის მოვლენები ტაქსისის მონათესავეა. /იხ. ტაქსისი/.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-97899414826
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9