A E

უა უკ უმ უნ უპ უს უფ უშ უც
უკვ უკუ

უკვე ნახულის ილუზია ანუ Dejavu ანუ illusion déja vu

მეხსიერების პათოლოგიის /იხ. პარამნეზია/ ერთ-ერთი სახე. უცნობი საგნის ან სიტუაციის მიმართ ად–ნს ზოგჯერ უჩნდება განცდა /ექმნება ილუზია/, რომ ის, რასაც ის ახლა ხედავს ოდესღაც უნახავს და განუცდია. ობიექტურად უცნობი სიტუაციის მიმართ სუბ–ს უჩნდება ნაცნობობის გრძნობა. ეს მოვლენა ცნობილია აგრეთვე Fausse reconnaissance /მცდარი ცნობის/სახელით.

ვ. შტერნი ასე აღწერს ამ მოვლენას: „ობიექტურად სრულიად ახალიც კი ზოგჯერ ნაცნობად მეჩვენება. მაგ., უცხო ქალაქში ვხვდები ად–ნს, რ–იც მანამდე, რასაკვირველია, არასოდეს მინახავს, ერთბაშად შიში ამიტანს და თავში აზრი დამიწყებს ტრიალს: ამ კაცს ხომ ვიცნობ, სად შემხვედრია იგი! ეს გრძნობა 1,5 – 10 წუთს გრძელდება, შემდეგ კი სრულიად ქრება. Faussé reconnaissance მე აგზნებულ მდგომარეობაში როდი მაქვს, არა, ამ დროს მე სრულიად დამშვიდებულ მდგომარეობაში ვიმყოფები“.

არსებობს ამ განცდის, უკვე ნახულის ილუზიის საწინააღმდეგო დაკვირვებაც „არასოდეს ნახულის ილუზია“.

ნაცნობი სიტუაცია ად–ანს ზოგჯერ უცნობად, წარსულში არ ნახულად, უცხოდ ეჩვენება.

ცნობის ილუზიის აღწერილი შემთხვევები შეიძლება ნორმალურ ად–საც აღმოაჩნდეს, მაგ., დაღლილობის დროს. ასეთი შემთხვევა შეიძლება პათოლოგიად არ ჩაითვალოს, მაგრამ, როცა ის მეხსიერების გაბატონებულ ფორმად იქცევა, მაშინ უკვე პათოლოგიასთან გვაქვს საქმე /დ. უზნაძე/. სხვადასხვა ავტორი სხვადასხვანაირად ხსნის ამ მოვლენას. დ. უზნაძის აზრით, ამ მოვლენათა საფუძველი სათანადო განწყობაა.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9