ზოგ. მნიშვ. შესაძლებლობა, მოხერხება; ფს–გიაში; ფს¬კური ან ფიზიოლ. მონაცემები: მზაობანი, თვისებები, შესაძლებლობანი, რ–ლთა საფუძველზე წარმოიშობა ყოველი აქტიურობა და ხორციელდება მოქმედება გარკვეული მიმართულებით. უ−ზეა დამოკიდებული პიროვნების მიღწევები. თუ პიროვნება იჩენს დაინტერესებას რაიმე საქმეში, ისწრაფვის მის შესასრულებლად, ეძებს მისი განხორციელების ხერხებსა და გზებს და კიდეც აღწევს შედეგს ჩანს, მას ჰქონია საქმის გაკეთების უ. პიროვნების ნიჭი იგივე უ–ია იმოქმედოს გარკვეული მიმართულებით. უ. აქტიურობის საფუძველია. ამ აზრით, იგი „დისპოზიციაა“, /იხ. დისპოზიცია/ ჩანასახში მოცემული. ზოგის აზრით. უю „დისპოზიციათა სინთეზია“ /სური, უ., ჩანასახის სახით უთუოდ თავიდანვეა მოცემული მაგრამ მისი სრულყოფა და მოქმედ ძალად გადაქცევა აღზრდაზე და გავარჯიშებაზეა დამოკიდებული. უ. შეიძლება იყოს ზოგად პიროვნული, შეიძლება იყოს სპეციალური, /დიფერენციულ–ინდივიდუალური/, ე. ი. ეხებოდეს პიროვნების რომელსამე ერთ მხარეს აზროვნებას, მეხსიერებას, ფსიქო–მოტორიკას და სხვ./, ვლინდებოდეს ცხოვრების რომელსამე ერთ სფეროში/ მეცნიერება, ხელოვნება, პრაქტიკული მოქმედება და სხვ./.
დღეს ფს –გია დიდი ყურადღებით ეკიდება უ–ს, როგორც ად–ის მიღწევების საფუძვლის კვლევას. შექმნილია მრავალი ტესტი მისი გამოვლენისა და შესწავლის მიზნით, უ–ის სხვადასხვა სახეების ნათესაობის /აფინიტეტის/ და თანაარსებობის კვლევა მიმდინარეობს ფაქტორალური ანალიზის მეთოდითაც. სინონიმია კაპაციტეტი.