ორგანიზმის თანდაყოლილი სპეციფიკური რეაქცია გარკვეულ გამღიზიანებელზე. ერთნაირადაა დამახ. მოცემული სახეობის ყველა ცხოველისათვის. ხორციელდება ც. ნ. ს-ის ქვედა განყოფილებით, რ¬იცაა ზურგის ტვინი, მოგრძო ტვინი, შუამდებარე ტვინი და ჰემისფეროების ქერქქვეშა ბირთვები. უ. რ. ინსტინქტის შემადგენელი ელემენტია. ყოველი ინსტინქტი, რ–რც ორგანიზმის რთული ქცევა, მრავალი უპირობო, თანდაყოლილი რეფლექსის საშუალებით ხორციელდება /იხ. · რეფლექსი/.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.