A E

უა უკ უმ უნ უპ უს უფ უშ უც
უშუ

უშუალო მეხსიერება

პასიური მეხსიერების ერთ–ერთი ყველაზე უმარტივესი სახე, სადაც გაღიზიანებას /აღქმას/ მისი აღდგენაც მოსდევს თან, ყოველგვარი გამეორებისა და ლატენტური პერიოდის გარეშე. უ. მ. მდგომარეობს შემდეგში: რ-რც კი სუბ. მიიღებს შთაბეჭდილებას /მოისმენს სიტყვებს, ციფრებს, წინადადებებს, მაშინვე, დროის ინტერვალის გარეშე აღადგენს მას. მაგ., უ. მ–სთან გვაქვს საქმე, როდესაც ცპ–ს ევალება დაიხსომოს მიწოდებული სიტყვათა რიგი და აღადვინოს იგი მოსმენის დამთავრებისთანავე. უ. მ–ს დიდი მნიშვნელობა აქვს ად–ნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგ., საუბარი–დიალოგი, კარნახით წერა, ლინოტიპისტის, მანქანაზე მბეჭდავის. სტენოგრაფისტის, ასოთამწყობის მუშაობა მხოლოდ უ. მ-ს ემყარება. მ-ს სხვანაირად ხანმოკლე მეხსიერებასაც უწოდებენ, ვინაიდან შთაბეჭდილების აღდგენის შემდეგ, რ-იც მაშინვე ხდება, იგი გადის ცნობიერებიდან. საპირ. ხანგრძლივი, შუალობითი მეხსიერება, როცა შთაბეჭდილების აღდგენა მისი მრავალჯერ გამეორებისა და საკმაოდ ხანგრძლივი დროის ლატენტური პერიოდის გავლის შემდეგ ხდება.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9