A E

უა უკ უმ უნ უპ უს უფ უშ უც
უშუ

უშუალობის პოსტულატი ანუ ჰიპოთეზი

უ. პ–ის პრინციპის თანახმად ფს–კური პროცესები უშუალო კავშირშია ერთმანეთთან: ფს¬კური ფენომენი უშუალო ზეგავლენას ახდენს ისევ ფს–კურ ფენომენზე, რის შედეგადაც მათ შორის კაუზალური დამოკიდებულება მყარდება: ფს--კური ისევ ფს-კური მოვლენის გამომწვევ მიზეზად იქცევა: უშუალობის პრინციპის მიხედვით, ფიზ. მოვლენაც უშუალოდ ზემოქმედებს ფსკურზე და განსაზღვრავს მის მიმდინარეობას. ამ შემთხვევაში ფიზ. მოვლენა ფს–კურთან მიზეზობრივ კავშირშია. დ. უზნაძის აზრით, რეალურად გარე სინამდვილესთან ურთიერთობაში თვითონ ინდივიდი იმყოფება, როგორც მთლიანი სუბ. და არა მისი რომელიმე ნაწილი-ფს—კური ან ფიზ.; გარესინამდვილე, პირველ რიგში, ამ მთლიან სუბ–ზე ახდენს გავლენას და არა მის რომელიმე ნაწილზე. ამიტომ დ. უზნაძემ ფს–გიის ამოსავალ ცნებად მთლიანი პიროვნება დასახა და ნამდვილი მეცნიერული ფს–გიის ამოსავალ პრობლემად მთლიანი პიროვნების პრობლემა მიიჩნია. ამ უკანასკნელ დებულებას მან „შუალობითი პრინციპი“ უწოდა და თავისი „განწყობის“ თეორიის წინამძღვრად გამოიყენა, „უშუალობის პოსტულატი“ „შუალობითი პრინციპით" შეცვალა.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9