A E

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფალ ფან

ფანტაზიის თეორიები

ა/ასოციაციური ფს–გია ფ–ის შემოქმედებას და მიმდინარეობას ასოციაციის კანონებით ხსნიდა /თ. რიბო/.

ბ/ ინტელექტუალისტური ფს–გიის შეხედულებით, ფ–ში ელემენტები შემთხვევით კი არ უკავშირდება ერთმანეთს, არამედ ამ კავშირს ინტელექტი განსაზღვრავს. ფ. ინტელექტის მუშაობას უნდა მიეწეროს /ი. ფრებესი/.

გ/ ზ. ფროიდის თვალსაზრისით, ფ–ს საფუძვლად უძევს გამოუვლინებელი, არარეალიზებული სურვილები და მისწრაფებები, რ¬თა დაკმაყოფილება, რეალური სინამდვილის პირობებში, „ზე–მე“–სთვის მიუღებელია. ასეთია ყველა განდევნილი განცდა, ფ–ის სიმბოლური მნიშვნელობის საკითხი განსაკუთრებით ფსიქოანალიზის კვლევის საგანია. ამ საკითხს ზ. ფროიდი პრაქტიკულ მნიშვნელობას აძლევს. სიმბოლოს კვალზე დაფარული განცდის /განდევნილი განცდის/ მიგნებას და ცნობიერებაში მის ამოყვანას ზ. ფროიდი სამკურნალო მნიშვ–ს ანიჭებს /იხ. კათარზისი/ /.

დ/ დ. უზნაძის თეორიით. ფ–ს განსაზღვრავს მთლიანი სუბ. და არა მისი ცალკეული წარმოდგენები. სუბ-ში წინასწარ არის მოცემული თა - ვისი ფიქსირებული განწყობებით, ე. ი. განსაზღვრული მიმართულებით ამო ქმედების ტენდენცია. სწორედ სუბ–ის ეს ტენდენციები — განწყობები არის ფ–ის განმსაზღვრელი ფაქტორი. ეს ის ფაქტორებია, რ-თა რეალიზაციას რეალურ პირობებში დაბრკოლება შეხვდა და მათი რეალიზება ვერ მოხერხდა. ფ–ის თავისუფალი მოქმედების პირობებში, სუბ–ის ცნობიერებას და შემოქმედებით ძალებს, /რ–ებიც ყოველთვის მოცემული განწყობის რეალიზაციას წარმოადგენენ/, არაფერი უშლის ხელს, რომ სწორედ ის სახეები შექმნან, რ–ებიც ამ განწყობის შინაარსშია ნაგულისხმები.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9