მოძღვრება ფენომენების შესახებ. ფს– გიაში ცნება ფ. იხმარება, რ–რც ჩვეულებრივი / არასპეციფიკური/ ფართო მნიშვნელობით, ისე სპეციფიკური ვიწრო მნიშვ. ნიშნავს ფენომენის აღწერას ზუსტი სიმკაცრით, ისე რ-ც არის ის მოცემული ცნობიერებაში, ხატოვნად, თვალსაჩინოდ ფს–გიის ამოცანაა ამ აღწერით გაიგოს მოვლენის ბუნება, დაადგინოს მისი თავისებურება. იგი არ ეძიებს, თუ რა არის ამ მოვლენაში ნაგულისხმები, ე. ი. რისი გამოვლინებაა იგი, რ–რია ის, რ¬რც „საგანი თავისთავად" /ეს ფილოსოფიის საკითხია/. ფს–გიას აინტერესებს აღწეროს ფს-კური ფენომენი იმ სახით, რა სახითაც ის ცნობიერებაშია ასახული. ფენომენის ასეთ აღწერას ფს–გიაში „ფენომენოლოგიური მეთოდი“ ეწოდება. ასეთი მეთოდით მუშაობის მაგ., აღწერით ანუ დესკრიფციული ფს–გია /იხ. დესკრიფციული ცნება/, რ–ის განვითარებაში წვლილი ფ. ბრენტანოს ინტენციალობის ცნებას მიუძღვის.
სპეციფიკური, ვიწრო მნიშვ. ფ–ის ქვეშ იგულისხმება ე. ჰუსერლის მიერ დაარსებული /1913/ „წმინდა ფენომენოლოგია“, ფილოს. დისციპლინა, რ-იც ცდილობს ცნობიერების არსის წვდომას „წმინდა ხედვით“ /„კატეგორიალური ხედვა/, საგნის ჭვრეტით „იდეაციით“. მისი ამოცანაა მოიპოვოს წმინდა, უშუალო ცოდნა განცდის არსზე, მის ჭეშმარიტ ბუნებაზე. განცდების გაგება ან ახსნა, „წმინდა ფენომენოლოგიის“ აზრით, ფს–გიურ-ატომისტიკური მეთოდით არ შეიძლება. ჩვეულებრივი ფს–გიური მეთოდი ამისათვის უვარგისია.