A E

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფენ ფერ ფეტ ფეხ

ფერთა კონტრასტი

ყოველი ფერი საწინააღმდეგოდ ცვლის თავის ფერს იმის მიხედვით, თუ რა ფერად ფონზე აღიქმება იგი. მაგ., თუ რუხი ფერის ქაღალდს შავ ფონზე დავდებთ, მისი სირუხე თითქოს დაიკლებს, იგი ამ შავი ფონის ზეგავლენით მეტ სინათლეს შეიძენს და მოთეთროდ მოგვეჩვენება,თუ იგივე რუხი ფერის ქაღალდს თეთრ ფონზე დავდებთ, იგი ამ თეთრი, ფონის საწინ. შეიცვლება და მოშავოს მოგვეჩვენება. ამ მოვლენას, ე. ი. რაიმე ფერის შეცვლას ფონის ფერის საწინ. კონტრასტი ეწოდება /იხ. კონტრასტი/

კონტრასტის მოვლენებს არა მარტო ნეიტრალურ ფერთა მიმართებაში აქვს ადგილი /თეთრი-შავი/, არამედ ქრომატულ ფერთა შორისაც: თუ ფერადი ფურცლების –ნარინჯის, ყვითლის ან მწვანის – ფონზე დავდებთ რუხი ან წითელი ფერის ქაღალდის ნაჭერს, ეს ნაჭერი ფონის საწინააღმდეგო ფერით შეიცვლება, ანუ მისი /ფონის/ იერს მიიღებს; მაგ., რუხი ნაჭერი ნარინჯზე მოცისფროდ იქცევა /რადგან ნარინჯი ცისფრის შემავსებელი ფერია/; ყვითელზე – მოლურჯოდ /რადგან ყვითლის შემავსებელია ლურჯი/, მწვანეზე – მოწითალოდ /რადგან მწვანის შემავსებელია წითელი/. ასევე შეიცვლის იერს წითელი ნაჭერიც. მწვანე ფერის ფურცელზე იგი კიდევ უფრო გაწითლდება /რადგან წითელი და მწვანე შემავსებელი ფერებია/, ნარინჯზე იგი ცისფრად გა- მოჩნდება, ხოლო ყვითელზე – ლურჯად.

ამგვარად, კონტრასტის აზრი შემდეგნაირად უნდა გვესმოდეს: ყოველი ცალკეული ფერი იმ ფერადი ფონის შემავსებელ ანუ მის საწინააღმდეგო ფერად იცვლება, რომელზედაც მას ვჭვრეტთ.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9