| | |
ზოგი ად–ნი ვერ ცნობს და ერთმანეთისაგან ვერ არჩევს სპექტრის ყველა ფერს. არსებობს სრული /ტოტალური/ სიბრმავე ფერისადმი, როცა ად–ნი ყველა ფერს რუხად ხედავს (რაც ძალიან იშვიათია/, და ნაწილობრივი /პარციალური/ სიბრმავე, როცა ად–ნი მხოლოდ ზოგ ფერს ვერ ხედავს მაგ., წითელ-მწვანეს, ყვითელ–ლურჯს. პირველს /სრულ სიბრმავეს/, უწოდებენ, აგრეთვე აქრომატოფსიას, მეორეს, ნაწილობრივს დიქრომატოფსიას.
დადასტურებულია დიქრომატოფსიის შემდეგი სახეები. სიბრმავე წითელ–მწვანისადმი /სხვანაირად დალტონიზმად წოდებული/ და სიბრმავე ლურჯ-ყვითლისადმი.
ფერთა ნაწილობრივი სიბრმავით დაავადებულია მამაკაცთა 5% და ქალთა 0,25% /ცნობა მოძველებულია და მხოლოდ საორიენტაციო მნიშვნელობა აქვს/. ფერთა, რ-რც ნაწილობრივი, ისე სრული სიბრმავე მემკვიდრეობითია.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |