| | |
შეიცავს სინათლისადა ფერის შეგრძნებებს, რ–თაც ად–ნი თვალის საშუალებით იღებს. ფ. შ–ები ორ მთავარ ჯგუფად იყოფა: პირველს მიეკუთვნება ქრომატული „ჭრელი“ ანუ „ფერადი ფერები". ასეთებია შვიდი ფერი, რ–თაც წმინდა სახით სპექტრში მზის სინათლის დაშლის შედეგად ვიღებთ: წითელი, ნარინჯი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი და იისფერი; „ამ ფერებს სპექტრულ ფერებსაც უწოდებენ. მეორე ჯგუფს მიეკუთვნება აქრომატული ანუ არასპექტრული „უფერული ფერები“: თეთრი, შავი და მათ შორის მდებარე სირუხის ნიუანსები. ამ „უფერულ ფერებს“ „ნეიტრალურ ფერებსაც" უწოდებენ.
ყოველი ნეიტრალური ფერის შეგრძნება თავისი რომელობით ან თეთრის შეგრძნებაა, ან შავისა, ან რუხისა, მაგრამ ისინი ერთმანეთისაგან ინტენსივობითაც განსხვავდება; მაგ., რომელიმე რუხი ფერი შეიძლება უფრო შავს უახლოვდებოდეს, ან უფრო ნაკლებ რუხი იყოს და უახლოვდებოდეს თეთრს.
ნეიტრალური ფერების ერთიმეორეში გადასვლას მხოლოდ ერთი მიმართულება აქვს: თეთრიდან სირუხის ყველა შესაძლო ნიუანსის გავლით შავისკენ და ასევე–შავიდან ამავე საფეხურებით –თეთრისაკენ; ხოლო რაც შეეხება თვითონ თეთრ–შავს, უკანასკნელნი შინაარსეულად „პოლუსური ფერებია“, რ-ებიც სირუხის მრავალსახიანობას მხოლოდ საზღვრავენ, აბოლოებენ და ერთმანეთის მიმართ ყოველგვარ მსგავსებას გამორიცხავენ, რადგან „თეთრში“ შავისა აღარაფერი ჩანს და შავში კი–თეთრისა.
ვინაიდან ნეიტრალური ფერების ერთმანეთში გადასვლა მკაცრად ორპოლუსიანია, ამიტომ მას გრაფიკულად ერთი სწორი ხაზით გამოსახავენ, რ-ლის ბოლოებზეც მოთავსებულია პოლუსური ფერები თეთრი და შავი, ხოლო მათ შორის სირუნის ყველა შესაძლო ნიუანსი.
სპექტრულ, ანუ ქრომატულ ფერებს სამი თვისება ახასიათებს, რი- თაც ისინი ჩვენს განცდაში ერთმანეთისაგან განსხვავდება: რომელობა, ანუ ფერითი ტონი, სინათლე, ანუ ინტენსიურობა და სიმაძღრე, ანუ სიმუქე.
1. ქრომატული ფერის იმ თვისებებს, რ-თაც იგი ერთ გარკვეულ ფერად განიცდება, რომელობა ეწოდება. წითელი ფერის რომელობა ისაა, რომ იგი წითელია, ყვითლის რომელობა მის სიყვითლეშია, მწვანისა–მის სიმწვანეში, იგივე ითქმის დანარჩენ ოთხ ფერზეც. ეს ფერები ერთმანეთისაგან რომელობის, ანუ „ფერითი ტონის“ მხრივ განსხვავდება.
2. მაგრამ, მეორე მხრივ. ქრომატულ ფერთა შორის განსხვავებულობას თითოეული რომელობის ფარგლებშიც ვარჩევთ; მაგ., წითელი ფერის რომელობა მის სიწითლეშია, მაგრამ თვითონ „სიწითლე“ ფერად სამყაროში მრავალნაირია მეტნაკლებად „ბაცი ანუ ღია წითელი“ ფერები და თალხი, ანუ მობნელო წითლის ნიუანსები. ყოველი ფერის ამ თვისებას – მის მეტ–ნაკლებ სიბაცესა და სითალხეს− ფერის ინტენსიურობა ანუ სინათლე ეწოდება, რ-აც თითოეული მათგანი ნეიტრალურ ფერებთან დაახლოება–დაშორების კვალობაზე ამჟღავნებს. · ქრომატული ფერის სინათლე /ინტენსიურობა/ თეთრთან დაახლოებისას მატულობს, ხოლო შავთან დაახლოების კვალობაზე /მობნელო სირუხის ნიუანსების გზით/ თანდათან იკლებსა.
3. დასასრულ, რომელობით ერთი და იგივე ქრომატული ფერი ნაირ- ნაირია არა მარტო ინტენსიურობით, არამედ სიმაძღრის ხარისხითაც. ყოველი ქრომატული ფერის სიმაძღრე მისი ფერადობის სიწმინდეშია, რ-იც მეტ-ნაკლები შეიძლება იყოს იმის მიხედვით, თუ რამდენად თავისუფალია იგი მოთეთრო ან მობნელო /მოშავო/ სირუხის ნიუანსებისაგან; ასე მაგ., წითელი ფერი მით უფრო მაძღარი, ანუ წმინდა წითელია, რაც უფრო ნაკლებადაა მასში წარმოდგენილი მოთეთრო ან მობნელო სირუხის იერი, და პირუკუ, მით უფრო ნაკლებ მაძღარია, რაც უფრო მეტი მოთეთრო ან მობნელო სირუხე იგრძნობა მასში.
სპექტრული ფერების რომელობის მხრივ თანამიმდევრობაში უწყვეტ გადასვლას აქვს ადგილი, რ–ლიც ოთხჯერ იცვლის თავის მიმართულებას; სახელდობრ:
1. სპექტრი „წითლის ზოლით“ იწყება, მაგრამ ეს ზო- ლი თანდათან კარგავს თავის სიწითლეს და ნარინჯის გავლით, რ–აც სი- წითლის იერიც დაჰკრავს, ადგილს უთმობს
2. „ყვითლის ზოლს", რ- შიც სიწითლის კვალიც აღარ ჩანს და ასევე ყვითლის ზოლი თანდათან გადადის.
3. „მწვანის ზოლში“, რ-შიც ყვითლის იერი აღარ იგრძნობა; „მწვანის ზოლი“ ცისფრის გავლით გადადის.
4. „ლურჯის ზოლში", ხოლო უკანასკნელი კი იისფრის გავლით, რ-შიც სიწითლის ნიუანსი შეიმჩნევა, ისევ სპექტრის საწყის ფერს, წითელს უახლოვდება.
სპექტრულ ფერებს — წითელს, ყვითელს, მწვანესა და ლურჯს, როგორც ოპტიმალურად წმინდა, არანარევ ფერებს „ძირითად“, ანუ „მთავარ ფერებს“ უწოდებენ, ხოლო დანარჩენ სამ ფერს /ნარინჯს, ცისფერსა და იისფერს, რომლებიც ძირითადი ფერების ერთმანეთში გადასვლას გვიჩვენებენ, „გარდამავალ ფერებად“ თვლიან.
ნეიტრალურ ფერთა მრავალსახიანობის გრაფიკულად სწორი ხაზის მონაკვეთით გამოსახვა ადეკვატურია, რადგან თეთრსა და შავს შორის სირუხის ნიუანსების ურთიერთობაში გადასვლას ხაზისნაირად ერთი უცვლელი და „პოლუსურად ზღვარდებული“ მიმართულება აქვს. მაგრამ სპექტრულ ფერთა რომელობის მხრივ, ურთიერთში გადასვლა ერთხაზოვანი აღარაა და ამიტომ არც „პოლუსურად ზღვარდებულია". გადასვლა წითლის ზოლიდან ლურჯისაკენ ოთხჯერ იცვლის მიმართულებას და ამასთანავე საგულისხმო ისიცაა, რომ თავისებური გადასვლა სპექტრის ბოლო „ფერად ზოლშიც“ კი შეიმჩნევა; სახელდობრ: იისფერი, რითაც „ყვითლის ზოლი“ ბოლოვდება, კი არ უპირისპირდება საწყის წითელს /მსგავსად თეთრისა და შავისა/, არამედ ისევ წითლის ზოლს უახლოვდება.
სპექტრული ფერების ასეთ „ზოლებრივ ურთიერთდამოკიდებულებას“ გრაფიკულად დახშული ფიგურის - ოთხკუთხედის სახით გამოსახავენ, რ–ლის კუთხეებზე მოთავსებულია ოთხი ძირითადი ფერი /წითელი, ყვი- თელი, მწვანე, ლურჯი/ და გვერდებზე კი გარდამავალი ფერები ნარინჯი, ცისფერი, იისფერი/, და ის ნიუანსებიც, რ-თაც ისინი ძირითად ფერებთან დაახლოება–დაშორების კვალობაზე ავლენენ. ხოლო რაც შეეხება კერძოდ ფიგურის დახშულობას, უკანასკნელი იმ ფაქტს გულისხმობს, რომ ლურჯის ზოლი იისფრის გზით /რ-იც წითლის ნიუანსსაც შეიცავს /, ისევ წითლის ზოლში გადადის.
მაგრამ „ფერთა ოთხკუთხედი" მხოლოდ რომელობის მიხედვით ითვალისწინებს ქრომატული ფერების ურთიერთდამოკიდებულებას, და ფაქტი კი ისაა, რომ აღნიშნული ფერები სიმაძღრისა და ინტენსიურობის ხარისხითაც განსხვავდებიან, მაშასადამე, „ოთსკუთხედი“ არ კმარა; და ქრომატულ ფერთა „გრაფიკულ გამოხატულებად“ ისეთი ფიგურა უნდა მივიჩნიოთ რ–იც მათ ურთიერდამოკიდებულებას სამივე ნიშნის /რომელობის, სიმაძღრის და ინტენსივობის მიხედვით წარმოგვიდგენდა. ასეთ ფიგურად ფს-გიაში ე. წ. „ფერთა ოქტაედრი" მიაჩნიათ.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |