A E

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფიგ ფიზ ფილ ფიქ ფი–

ფიზიკური პირობები

მზის, თეთრი სინათლე 7 „ფერად Iსხივს“ შეიცავს და ყოველი ფიზ. სხეულის ფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ მათგანს არეკლავს იგი და რომელს შთანთქავს: ყაყაჩო წითელია, რადგან იგი ძირითადად „წითელ სხივს" გზავნის თვალში და დანარჩენ ექვს სხივს შთანთქავს; ხის ფოთოლი მწვანეა, ღიღილო ლურჯია, მზესუმზირას ყვავილის ფურცელი ყვითელია იმიტომ, რომ პირველი „მწვანე სხივს“ არეკლავს, მეორე–ლურჯს და მესამე ყვითელს. ერთი სიტყვით, ბუნებაში ყოველი საგნის ქრომატული ფერი ფაქტობრივად ის ფერია, რა ფერად სხივსაც არეკლავს იგი. მაგრამ სინათლის თითოეულ ტალღისებურ რხევას, რ–აც საგანი არეკლავს და თვალისაკენ „გზავნის“, სამი ნიშანი ახასიათებს: ტალღების სიგრძე, ტალღური რხევის ენერგია /ამპლიტუდის სიდიდე/ და ტალღების სიმარტივე– სირთულე. სამივე ეს ნიშანი ცალ-ცალკე საფუძვლად უდევს ამა თუ იმ ქრომატული ფერის რომელობას, სინათლეს და სიმაძღრეს; სახელდობრ:

1. ტალღების სიგრძის მეტ–ნაკლებობა საფუძვლად უდევს ქრომატულ ფერთა რომელობის, ანუ ფერითი ტონის მხრივ განსხვავებებს: უგრძესი ტალღები (დაახლოებით ერთი მილიმეტრის 760 მილიონედი სიგრძისა - 760 — 620 ) სპექტრის საწყისი ფერის წითლის შეგრძნებას იძლევა, უმოკლესი ტალღები /430 −400/ - ბოლო იისფრისას, ხოლო საშუალო სიგრძის ტალღები კი /620, 590, 530, 500, 470/ დანარჩენი ხუთი ფერის /ნარინჯის, ყვითლის, მწვანის, ცისფრისა და ლურჯის შეგრძნებებს წარმოქმნიან.

2. სინათლის ტალღური რხევის ამპლიტუდა, ანუ ინტენსიურობა ფერის სინათლის ხარისხს განსაზღვრავს: ამპლიტუდის, ანუ რხევის სიდიდის ზრდის კვალობაზე ქრომატული ფერის სინათლეც მატულობს /მოთეთრო–სირუხის ნიუანსების გზით ფერი თანდათან ბაცდება!/, ხოლო შემცირების კვალობაზე იგი იკლებს /ე. ი. მობნელო–სირუხის ნიუანსების შემოტანით ფერი თანდათან თალხდება/.

3. ტალღების სიმარტივე საფუძვლად უდევს ფერის სიმაძღრეს, ანუ სიწმინდეს: ერთი გარკვეული სიგრძის ტალღები ჰომოგენურის, ანუ უგრძესი ფერის შეგრძნებას იძლევა, – ე. ი. ისეთი ფერისას, რ–იც სირუხის ნიუანსებისაგან თავისუფალია. მაგრამ როცა ამ ერთი სიგრძის ტალღებს სხვა სიგრძის ტალღები დაერთვის, რ–რც ეს თითქმის ყოველთვის ხდება ბუნებაში, – მაშინ ფერს სირუხის ნიუანსიც ერთვის და შესატყვისად მისი სიმაძღრის დონეც იკლებს! ყველა მსგავს შემთხვევაში სიმაძღრის ცვლის /მეტ–ნაკლებობის კანონზომიერება უთუოდ შემდეგია: რაც უფრო მცირე იქნება განსხვავება „ძირითადი ტალღების“ სიგრძესა და „დართული ტალღების“ სიგრძეს შორის, იმდენად ნაკლები იქნება მიღებული ფერის სიმაძღრე; ხოლო რამდენადაც ჭარბი, ანუ დომინანტური იქნება „ძირითად ტალღათა“ სიგრძე თანდართულისაზე, იმდენად მეტი იქნება ფერის სიმაძღრე ერთი სიტყვით, ფერის სიმაძღრის დონეს ტალღების სიმარტივე–სირთულე განსაზღვრავს.

სხვანაირია აქრომატული ფერების – თეთრის, შავისა და რუხის წარმოშობის პირობები.

თეთრი საწერი ქაღალდი თეთრია, რადგან იგი სინათლის ყველა /შვიდ/ სხივს არეკლავს და თვალისაკენ აგზავნის! ჭვარტლი, რ-აც თეთრ ქაღალდთან ვხედავთ, შავია იმიტომ, რომ გვერდით მდებარე ქაღალდისიგან განსხვავებით, იგი ყველა სხივს შთანთქავს; მაგრამ სინათლის მოქმედების პირობებში რ-იმე საგნის მიერ ყველა სხივის არეკვლა ან შთანთმა შეიძლება აბსოლუტურად სრული, ერთზომისი არ იყოს და მაშინ კი სიგანი რუხად უნდა მოგვეჩვენოს, ან ღია, მოთეთრო რუხად, როცა ყველა სხივის არეკვლა ერთზომისი არაა, ან მოშავო, ბნელ რუხად, როცა სხივების შთანთქმა არაა ერთზომისი.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9