| | |
ფერის შეგრძნებაში ცნობილია ფერთა შერევის ფენომენი. პირველად ეს ფენომენი ი. ნიუტონმა შეისწავლა და ფერთა შერევის ორი კანონი დაადასტურა:
1. სპექტრულ ფერთა შორის ყოველ ფერს შეიძლება გამოენახოს მეორე ისეთი ფერი, რ¬თანაც მისი განსაზღვრული რაოდენობით შერევა მოგვცემს არასპექტრული, რუხი ფერის შეგრძნებას. ორ ასეთ სპექტრულ ფერს, რ–ებიც შერევისას ერთმანეთს სპობს და ნეიტრალური ფერის /რუხის /შეგრძნებას იძლევა, ანტაგონისტური, შემავსებელი /კომპლემენტური /ანუ კონტრასტული ფერი ეწოდება. ანტაგონისტური ფერებია: წითელი და მწვანე, ყვითელი და ლურჯი, ნარინჯი და ცისფერი.
2. ორი არაშემავსებელი სპექტრული ფერის შერევა იძლევა მათ შორის მდებარე სპექტრულ ფერს; ასეთია: წითელი და ყვითელი, რომელთა შერევა იძლევა მათ შორის მდებარე ნარინჯს, ყვითლისა და ცისფრის შერევა იძლევა მათ შორის მდებარე მწვანე ფერს, ხოლო ცისფრისა და იისფრისა - მათ შორის მდებარე ლურჯ ფერს. ამათ ნარევი ანუ რთული ფერი ეწოდება.
3. ნიუტონის შემდეგ მესამე კანონიც დადასტურდა: შერევის შედეგად მიღებული ფერის შეგრძნებისათვის იმას კი არა აქვს მნიშვნელობა, რომ მისი წარმომშობი სინათლის ტალღისებური რხევა შემადგენლობით რთულია /იხ. ფერის შეგრძნების წარმოშობის პირობები/, არამედ იმას, თუ როგორ განიცდება იგი, მაგ., ნარინჯი, მეორე კანონის თანახმად, შეიძლება მივიღოთ ყვითლისა და წითლის შერეეით, და, მაშასადამე, როგორც „ნარევი“, ფიზ. რთულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი სავსებით ისეთივე ნარინჯად განიცდება, რ-რც სპექტრში მოცემული ნარინჯი, რ–იც ფიზ. მარტივია. ფერთა შერევის კანონს იკვლევენ როტაციის აპარატით,
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |