იძლევა პასუხს იმაზე, თუ რა დამოკიდებულება არსებობს გამღიზიანებლისა და შეგრძნების ინტენსივობას შორის. გ. ფეხნერმა გამოიყენა ე. ვებერის მიერ დადგენილი კანონი ძირითადი გამღიზიანებლის ნამატ გამღიზიანებელთან მიმართების კონსტანტობის შესახებ და ამ საფუძველზე გაღიზიანებასა და შეგრძნებას შორის დამოკიდებულებას მათემატიკური გამოსახულება მისცა. მან დაადგინა: როცა გა- ღიზიანების ინტენსიურობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, მისი შესატყვისი შეგრძნების ინტენსიურობა არითმეტიკული პროგრესიით მატულობს. ეს დამოკიდებულება მან შემდეგი მათემატიკური ფორმულის სახით ჩამოაყალიბა: შეგრძნების ინტენსიურობა უდრის გაღიზიანების ლოგარითმს, ე. ი. E K log R /E არის შეგრძნება, R გამღიზიანებელი და X კონსტანტა/. /იხ. ვებერის კანონი/. ვებერისა და ფეხნერის კანონს დღეს მხოლოდ დაახლოებითი მნიშვნელობა ენიჭება: შეგრძნების განსხვავების ზღურბლის ოდენობის ერთი ზუსტი მათემატიკური ფორმულა ჯერაც არ არის დადგენილია
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.