A E

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფიგ ფიზ ფილ ფიქ ფი–

ფიგურა-ფონის ურთიერთობა

G. Figur.Crund — Verhülınis

საგნის, ფიგურის აღქმა არასოდეს არ ხდება სავსებით განცალკევებულად იმ ფონისაგან, რ−ზედაც და რ–თან ერთადაც ის არის მოცემული. ყოველ აღქმაში ორივე ამ ელემენტის/ფიგურის და ფონის ურთიერთმიმართება გარკვეული კანონზომიერებით ხორციელდება. როდესაც საგანს /ფიგურას/ აღვიქვამთ, ის წინ წამოიწევს, მთლად გამოიკვეთება და გარკვეული კონტურების მქონე საგნის სახით წარმოდგება ჩვენს წინაშე; ხოლო საფუძველი /ფონი/, რ−ზედაც ეს ფიგურა არის მოცემული, უკან იხევს, და ერთფეროვან უსანო, ინდიფერენტულ მთლიანად განიცდება. ის მხოლოდ ფიგურის უკეთ გამოკვეთას ემსახურება და სხვა საკუთარი დანიშნულება არა აქვს. მაგრამ საკმარისია ყურადღება ფიგურიდან მის საფუძველზე, ფონზე გადავიტანოთ, რომ მაშინ ის, რაც ახლახან ფიგურა იყო, ფონად გადაიქცეს და ფონი კი –ფიგურად. სურათზე, როდესაც ნათლად ვხედავთ თეთრ ლარნაკს შავ ფონზე. გადავიტანთ თუ არა მხედველობას ფონზე, ყველაფერს შებრუნებულად დავინახავთ: ფონი გამოეყოფა საერთო სურათს, ად–ნის ორი იდენტური პირისახის პროფილად ჩამოყალიბდება და ერთმანეთის პირდაპირ დადგება; , ის ახლა პირისახის ეს პროფილებია ფიგურად გაგეშტალტებული, ხოლო რაც წინათ ფიგურა იყო, ის ახლა ფონად განიცდება. აღქმის ეს ფენომენი კანონზომიერი ხასიათისაა და მხედველობის მოდალობის გარდა. თუმცა უფრო მკრთალად, მაგრამ შეგრძნების სხვა მოდალობებზედაც ვრცელდება. ფიგურა-ფონდის ურთიერთდამოკიდებულება დაწვრილებით აქეთ შესწავლილი გეშტალტფსიქოლოგებს - ე. რუბინს / 1941 /, ვ. ერენშტასს /1930, 1954/, ვ. მეტცგერს /1954/. ფიგურა–ფონის დამახასიათებელი რხევადობა სხვა არასაგნობრივ კატეგორიების მიმართებებშიც მაგ., პიროვნება–სამყაროს მიმართებებშიც შეიმჩნევა.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9