| | |
1922 წელს პირველად აღწერა ი. ვერჰოფმა / Verhelf/, 1933 წ-ს ი გიბსონმა, 1940 წ-ს დაწვრილებით იკვლიეს ვ. კელერმა და ჰ. ვალახმა ფ. ა. მ. ე. წარმოადგენს „თანამიმდევარი კონტრასტის“ ერთ–ერთ სახეს.
ფენომენის აღწერა: ქაღალდზე ნებისმიერად აღებულ წერტილს ხაზით ვუერთებთ რაიმე ფიგურას, ვთქვათ, კვადრატს, ისეთი მანძილით, რომ წერტილის ფიქსაციის შემთხვევაში კვადრატის გამოხატულება ეცემოდეს ბადურას არა ცენტრალურ ადგილზე /Eoves centrälis /, არამედ მის კიდეებზე. ცპ. ახდენს წერტილის ფიქსაციას რამდენსამე წუთს. ამის შემ- დეგ ცვლიან კვადრატს, მის ადგილას ათავსებენ უფრო მცირე სიდიდის კვადრატს (წერტილი და მანძილი იგივე რჩება/. ცპ. კვადრატს ახლა კიდევ უფრო პატარად აღიქვამს, ვიდრე სინამდვილეშია, მანძილი ფიქსაციის წერტილიდან კვადრატამდე მას უფრო გრძლად ეჩვენება, ვიდრე პირიველ ცდაში ეჩვენებოდა. აი, ამ ილუზიურ ცვლილებებს ეწოდება ფ. ა. მ. ე. კელერი შეეცადა აეხსნა აღნიშნული ფენომენი გეშტალტთეორიის პრინციპის მიხედვით, ფიქსაციით აღძრული ელექტროტონური ცვლილებებით თავის ტვინში /იხ. გეშტალტთეორია, იზომორფიზმი/.
აღნიშნული ფენომენი გამოიკვლია ქართველმა ფს–გმა ზ. ხოჯავამ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფ. ა. მ. ე-ის ფენომენი არის დ. უზნაძის „განწყობის თეორიაში აღწერილი „განწყობის“ კონტრასტული ილუზიის ერთ–ერთი სახე, და მისი ახსნა რ-რც კონკრეტული ილუზიისა განწყობის ფს–გიური კანონზომიერებით სავსებით შესაძლებელია.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |