A E

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფიგ ფიზ ფილ ფიქ ფი–

ფიზიოგნომიკა

Gk. physis ბუნება, gnomon მცოდნე

პირისახის გამომეტყველებით პიროვნების შინაგანი მდგომარეობის გამოცნობა. ფ., რ¬რც მეთოდი, ცდილობს დაამყაროს მიმართება სუბ–ის სახის გამომეტყველებასა და მის ხასიათს შორის, პირისახის გამომეტყველებაში ფ. გულისხმობს გამომეტყველებას /მიმიკას პიროვნების არა დინამიკურ ემოციურ მდგომარეობაში, განცდის პროცესში, არამედ პირისახის გამომეტყველებას ნორმალურ მდგომარეობაში, დასვენების დროს. ფ. პირისახის გამომეტყველების შესასწავლად სარგებლობს პორტრეტებით, გალტონის ფოტოგრაფიით, სახის ესკიზებით და პირისახის უშუალო შესწავლით. ფართო მნიშვ. ზოგი მკვლევარი ფ–ში გულისხმობს, გარდა პირისახის გამომეტყველებისა, აგრეთვე მთელი სხეულის აღნაგობის გამომეტყველებით გამოსახულებას /თავის ქალის ფორმა, ტანის აღნაგობა/. ფ–ს იყენებენ აგრეთვე, რ¬რც საექიმო დიაგნოზის საშუალებას. ზოგ დაავადებას პირისახის და სხეულის სპეციფიკური გამომეტყველება ახასიათებს.

ფ. სხეულისა და სულის /ფს–კის/ ურთიერთმიმართების ზოგადი პრობლემის ერთი კერძო საკითხთაგანია. იგი ძველის–ძველი საკითხია. მის დასაწყისს ითვლიან თხზულება „ფიზიოგნომიკიდან“, რ–აც არისტოტელეს მიაწერენ /ზოგის აზრით არამართებულად!/; ცნობილია ი. ბაპტისტა პორტას „ჰუმანური ფიზიოგნომიკა“/1593/; ახალ დროში სწავლება ფ–ს შესახებ გავრცელდა ი. კასპარ ლავატერის /Lavater | თხზულებით: „ფიზიოგნომიკური ფრაგმენტები“ /1775/; აღსანიშნავია ექიმ ფ. გალის მოძღვრება თავის ქალის ფორმის შესახებ /იხ. ფრენოლოგია, 1808/; .კ. კარუსის „ადამიანის გეშტალტის სიმბოლიკა“ /1853/; ჩ. დარვინის /1808 —1882/ „გამომეტყველებითი მოძრაობის შესახებ ად–ნებთან და ცხოველებთან“.

მე–20 ს–ში სხეულის მონაცემებით სულიერი მდგომარეობის და ხასიათის შესწავლა უკავშირდება მოძღვრებას კონსტიტუციის შესახებ /იხ. კონსტიტუცია, სხეულის აგებულების ტიპები/. უკანასკნელ პერიოდში გამომეტყველებითი მოძრაობის საკითხს ამუშავებენ – ი. რიფერტი, ფ. ლერში, მ. სიმონაიტი და სხვები.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-978994148269.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9